• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ივანიშვილის ქონების ჩამონათვალი საქართველოში - ათეულობით მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მსხვილი ბიზნესები (ფაქტები, ციფრები)

პრესა.ჯი ექსკლუზიურად გაგაცნობთ ხარბი ოლიგარქის იმ ქონების, მილიონობით კვ.მ მიწის ნაკვეთებისა და ბიზნესის ჩამონათვალს, რომელსაც ივანიშვილი და მისი ოჯახური კლანი ფლობს საქართველოში.

აღმოჩნდა რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ღარიბ ქვეყანას თავისი გამდიდრების წყაროდ იყენებს და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ერთი მხრივ, უკიდურესი სიღარიბეა, მეორე მხრივ კი, უპერსპექტივობით დაღლილი ადამიანები ქვეყნიდან გარბიან.

მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, იცოდნენ, პირდაპირი თუ ირიბი წესით, რა ქონებას ფლობს ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი და რატომ გადააქცია მან საქართველო თავის ქარვასლად. 

იხილეთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და მასთან დაკავშირებული პირების ხელში არსებული ქონება და ბიზნესები:

1. ბანკი ქართუ- მისი აქტივები 2012 წელს იყო 400 მლნ ლარი, დღეს დაახლ 2 მილირდი ლარია.

2. სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი.

3. გალერეა თბილისი.

4. პანორამა თბილისი.

5. ლაგუნა ვერე -12 665 კვ მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწა.

6. “ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა ვერაზე” - 9 980 კვ მეტრი მიწა.

7. სს იუნონი 7345 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ვერის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე.

8. აქსის თაუერსი.

9. სასტუმრო სოლოლაკი ჰილზ.

10. შენობები ერეკლეს მოედანი, 3-5

11. ყოფილი ჟურნალისტთა სახლი, ერეკლეს მოედანზე

12. სასტუმრო Paragraph Resort & Spa შეკვეთილი.

13. Tabori recreation & Golf Resort. 

14. შენობა კოლმეურნეობის მოედანზე - ყოფილი პირიმზე.

15. სასტუმრო, თბილისი, მელიქიშვილის გამზირი.

16. ინტერპლასტი.

17. სასტუმრო Wellness & Spa Resort - მწვანე კონცხი

18. Planta Greenhouse, გარდაბნის რაიონი.

19. ჰიდროელექტროსადგური მტკვარი.

20. ჰაიდელბერგ ცემენტი.

21. გორის კრიპტოვალუტის საპროცესინგო ცენტრი

22. თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა -კრიპტოვალუტის საპროცესინგო ცენტრი (BitFury) - გადააფორმა ჩინურ კომპანიაზე.

23.  შემდეგი  ჰიდროელექტროსადგურების აშენების უფლება: ცხენისწყალის ჰესი, ონის ჰესი.

24. წილი თიბისი ბანკში.

25. ბათფარმა.

26. რმჯ გოლდი.

27.  თანაინვესტირების ფონდი.

28. შპს გლობიმექს - უჩა მამაცაშვილი.

29. შპს ქართული ჰოლდინგი.

30. შპს დეირი ჰოლდინგი.

31. შპს გეოაგრო.

32. შპს ჰოლდინგი ოცდამეერთე.

33. შპს აქცეპტი.

34. სააქციო საზოგადოება ტრანს-ინვესტი.

35. შპს მეგა თრენდსი.

36. შპს კეპლერ ინვესტმენტსი.

37. შპს საქართველოს მიწის კორპორაცია.

38. შპს ჯი სი ეფ პარტნიორები.

39. შპს საქართველოს უძრავი ქონების მართვის კომპანია.

40. შპს ბორჯომი პროპერთი.

41. შპს მალონე ფაინენს ჯორჯია.

42. შპს ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე, დაკავშირებულ პირებზე და მათ კომპანიებზე გაფორმებული მიწის ნაკვეთები...

1. სს სათბურის კორპორაცია - 393 190 კვ მ ტერიტორია.

 2. სს უნიფარმი - 6 407 474 კვმ მიწის ნაკვეთი სენაკის რაიონი, სოფ თეკლათი.

 3. შპს კაუკაზუს აგროდეველოპმენტი - 16 897 040 კვ მ  სასოფლო სამეურნეო მიწა-გარდაბნის რაიონი, სოფ ლემშვენიერა.

 4. შპს ჯი სი ეფ პარტნიორები - 1999 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, კოსტავას ქუჩა.

 5. შპს ჯი სი ეფ პარტნიორები - 19 840 კვ მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი - ოზურგეთის რაიონი, სოფ ნატანები.

 6. ბერა ივანიშვილი 155 512კვ მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი - საჩხერის რაიონი სოფელი ჭორვილა.

 7. ბერა ივანიშვილი - 82 600 კვ მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი-ოზურგეთის რაიონი, სოფ ნატანები.

 8. შპს აქვა ცენტრი 694 300 კვ მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი - ოზურგეთის რაიონი.

9. 4147 კვ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი -ხელვაჩაურის რაიონი, სოფ გონიო.

10. 10 000 კვ მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი-გურჯაანის რაიონი (უჩა მამაცაშვილი).

11. შპს კომპლექს სერვისი- 201 600  კვ მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი - გურჯაანის რაიონი.

12. სს ქართუ ჯგუფი - 18 750 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, არაგველების ქ, 1.

13. სს ქართუ ჯგუფი - 3 145 კვ მ არასასოფლოსამეურნეო მიწა-თბილისი, თვალჭრელიძის 3 შესახვევი, 6.

14. სს ქართუ ჯგუფი - 3 746 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, ი.ჭავჭავაძის 39.

15. სს ქართუ ჯგუფი - 12 000 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, ახვლედიანის ქ 21.

16. სს ქართუ ჯგუფი - 31 300 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, კოჯრის გზატკეცილი.

17. შპს ბლექ სი რივიერა - 33 950 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - ზუგდიდის რაიონი, განმუხური

18. შპს ბლექ სი რივიერა - 149 717 კვ მ სასოფლო სამეურნეო მიწა ზუგდიდის რაიონი განმუხური.

19. ასოციაცია ატუ 2000კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, ჭავჭავაძის ქუჩა.

20. ასოციაცია ატუ - 4078 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, მშრალ ხიდთან.

21. ასოციაცია ატუ 18 850კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა-თბილისი, ახვლედიანის ჩიხი, 61.

22. ასოციაცია ატუ - 256 370 კვ მ არასასოფლო სამეურნეო და სასაოფლო სამეურნეო მიწა - საჩხერის რაიონი.

23. ასოციაცია ატუ 25 018კვ მ სასოფლო სამეურნეო მიწა - ოზურგეთის რაიონი, სოფ ასკანა, “შეკვეთილი”

24. ასოციაცია ატუ 43 025კვ მ სასოფლოსამეურნეო მიწა - ოზურგეთის რაიონი, სოფ ძიმითი.

25. ასოციაცია ატუ 7 908კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - ბორჯომის რაიონი, ბაკურიანი, “დიდველი”.

26. ასოციაცია ატუ  -151 780კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - ბათუმი, მაისის პარკი.

27. ასოციაცია ატუ - 210 540კვ მ სასოფლო სამეურნეო მიწა - ოზურგეთის რაიონი, სოფ ნატანები.

28. ასოციაცია ატუ - 6 560კვ მ სასოფლო სამეურნეო მიწა - ოზურგეთის რაიონი, ურეკი.

29. შპს ელიტა ბურჯი 3 340 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის ქ 42.

30. შპს ბლექ სი რეზორთსი 145 700 კვ მ მიწა, ოზურგეთის რაიონი, ნატანები.

31. შპს ინვესტ კაპიტალი, 452 577კვ მ  არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, თამარაშვილის ქ 13.

32. შპს ინვესტ კაპიტალი, 3 350კვ მ  არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, კოჯრის გზატკეცილი.

33. საქართველოს მიწის კორპორაცია - 9 700 000 კვ მ სასოფლოსამეურნეო მიწა - აბაშის რაიონი.

34. შპს სოლოლაკი ჰილს 18 300კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია.

35. შპს სოლოლაკი ჰილს - 3095 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, თავისუფლების მოედანი, 3.

36. შპს სოლოლაკი რაიზ 60 500კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია.

37. შპს Nice Nuts- 2 034 570 კვ მ სასოფლო სამეურნეო მიწა - სენაკის რაიონი.

38. შპს Nice Nuts- 433 001 კვ მ სასოფლოსამეურნეო მიწა- ყვარლის რაიონი სოფ საბუე

39. შპს Nice Nuts- 10 800 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - ზუგდიდი, პარიზის ქ, 50.

40. შპს Nice Nuts - 1200 კვ მ არასასოფლო სამეურნეო მიწა - თბილისი, გორგასლის 51.

ამ ჩამონათვალიდან, ივანიშვილის ოჯახური კლანის ხელში არსებული მიწის ნაკვეთების ჯამი, 38 მილიონ 735 ათას 517 კვ.მ-ია, რაც ცხადია, მხოლოდ ნაწილია იმ უძრავი ქონებისა, რასაც მენტალურად რუსი ოლიგარქი ფლობს. 

აღარაფერს ვამბობთ იმ მრავალმილიონიან ბიზნესებზე, რომელსაც ივანიშვილი მესამე პირების მეშვეობით აკონტროლებს. 

ასეთებია :ჯეოსელი, ჭიათურმანგანუმი, აზოტი, ფერო, პორტები, ნავთობტერმინალები, გადაზიდვები, ხე-ტყე, სამშენებლო მასალები,ბენზინგასამართი სადგურები და სხვა…

სწორედ ასე და ამ გზებით მდიდრდება არაფორმალური მმართველი იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები ჯართის შეგროვებისას იღუპებიან, სიღარიბისგან დაღლილი მოზარდები სიცოცხლეზე ამბობენ უარს, ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან, მოხუცებს კი, წამლის და პურის ფული არ აქვთ.