• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

საგარეჯოში 24 წლის ბიჭი ტბაში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ ბადიაურში. 24 წლის ბიჭი ერთ-ერთ ტბაში დაიხრჩო.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ახალგაზრდა შემთხვევის დროს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, ხელნაკეთი თევზის საჭერი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც, წყალში მდგომ ახალგაზრდას ჯერ დენმა დაარტყა, შემდეგ კი დაიხრჩო. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.


თეგები :