• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

მალხაზ მაჩალიკაშვილი: რომ მცოდნოდა რა საკითხს ეხებოდა, სუს-ში წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდა, რომ სცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში დაადანაშაულებდა.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, ახლა ნებისმიერ დროს მზადაა გამოკითხვაზე მივიდეს.

„ხუთჯერ ვიყავი დაბარებული. ბოლოს 10 საათი დამკითხეს. მაშინ ვთქვი, თუ ძალით არ მიმიყვანთ, ჩემით არ მივალ, რადგან ვინც იქ ზის, ყველას თემირლანის სისხლში აქვთ ხელები. რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხებოდა, წავიდოდი. ახლა ნებისმიერ დროს წავალ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, მზადაა პასუხი აგოს, „თუ დანაშაული აქვს ჩადენილი“.

„ძალიან მაინტერესებს, თუ ვიყავი საშიში და ვამზადებდი ტერაქტს, დალოდებოდნენ, რომ ფაქტზე დავეჭირე. მე არ მეშინია. თუ მაქვს ჩადენილი დანაშაული, თუ ჩემი ფიქრებიდან ამათ რაღაცის შექმნა უნდათ, მზად ვარ პასუხი ვაგო“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.