• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან მიწა ჩამოიშალა

გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსთან მიწა ჩამოიშალა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუირება გახდა საჭირო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისთვის ევაკუირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ჩამოშლილია დაახლოებით 5 კუბური მეტრი მიწა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი, კორპუსის მშენებლობა გახდა, რომელსაც მოსახლეობა უკვე დიდი ხანია აპროტესტებს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები იმყოფებიან.


თეგები :