• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

მალხაზ მაჩალიკაშვილის ნათესავი, ასლან მარგოშვილი სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება

მალხაზ მაჩალიკაშვილის ნათესავი, ასლან მარგოშვილი ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატთან ერთად მივიდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს მარგოშვილი სამართალდამცავ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც როგორც სუს-ი ამტკიცებს, ისინი სოსო გოგაშვილზე ტერაქტს გეგმავენ.


თეგები :