• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

სოსო გოგაშვილის ქალიშვილი: "გამწარებულ მამას ეპატიება” - ამას ვინც ამბობთ, თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილას...

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის შვილი ნინო გოგაშვილი სოციალურ ქსელებში, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ და გამამართლებელ სტატუსებს ეხმიანება.

"გამწარებულ მამას ეპატიება” - ამას ვინც ამბობთ, თქვენ ხართ არაადამიანები, თქვენ არ გიყვართ თქვენი ოჯახი, თქვენ არ გიყვართ თქვენი შვილები და თქვენ ხართ ტერორისტის თანამოაზრე, ვინც ასე ფიქრობთ!!!! საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა ეს ტერორისტული აქტი, რომ განეხორციელებინა "გამწარებულ მამას თავისი ფიქრები" და რომ მოვმკვდარიყავით ამდენი ადამიანი, მერე რას იტყოდით თქვე უგულო "ადამიანებო”? თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილას, მაინც აპატიებდით?!!! თუ აუცილებლად გვამები უნდა გენახათ, ამას ელოდებით???“ – აცხადებს იოსებ გოგაშვილის შვილი.


თეგები :