• თბილისი
  • 7°C
  • 16 ნოემბერი, 2019
article

ივანიშვილის ბიტკოინების ბიზნესზე აფხაზეთში, ტელეკომპანია იმედზე, ჰესებზე, 20 მილიარდზე და ნათია თურნავაზე (ვიდეო)

"აფხაზეთში ივანიშვილის ბიტკოინების ქარხნების შესახებ ინფორმაცია იქ მცხოვრებმა ადამიანებმა მოგვაწოდეს. 

ივანიშვილმა, იმის გამო რომ დენი უფასოდ მიიღოს, ხარჯი შეამციროს და მოგება გაზარდოს, ბიტკოინების ქარხნები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიტანა. 

აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ დადებული შეთანხმების მიხედვით, აფხაზურ მხარეს ენგურჰესიდან იმ რაოდენობის ელ ენერგია მიაქვს რამდენიც დაჭირდება - უფასოდ. 

ადრე აფხაზურ მხარეს ენგურჰესის ელ ენერგიის 30 პროცენტი მიჰქონდა. თუმცა, ბოლო ორი წელია მას ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელ ენერგიის 70 პროცენტი მიაქვს უფასოდ. 

რატომ? იმიტომ რომ იქ, ივანიშვულის კლანმა ბიტკოინების საპროცესინგო ცენტრები ააშენა, რომლის შესახებაც ჩვენ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისგან შევიტყვეთ. 

მათ შორის იმ ადამიანისგან, რომელიც აფხაზეთის ელექტრო სისტემაში მუშაობს. 

თუმცა, იმედის მეშვეობით ხელისუფლება მოგვიწოდებს დავასახელოთ წყარო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოგვაწოდა ინფორმაცია ივანიშვილის აფხაზეთში არსებული ბიზნესის, ბიტკოინების ქარხნების შესახებ, რომლებიც გალში, გაგრაში, სოხუმსა და ოჩამჩირეში მდებარეობს.

ე.ი იმედის მეშვეობით ხელისუფლება გვეუბნება რომ გავწიროთ აფხაზეთში მცხოვრები სულით ხორცამდე ქართველი, საქართველოს პატრიოტი - დაჭერისთვის ან მკვლელობისთვის 

ამას არ ვიზამთ. 

რა გააკეთა იმედმა? მან უბრალოდ, სამარცხვინოდ მოიტყუა როცა ეთერში თქვეს რომ თითქოს მე ვთქვი რომ სიტყვაზე უნდა მენდონ. 

ასეთი რამ არ მითქვას და ეს იმითაც დადასტურდა რომ ეს ფრაზა სიუჟეტში არ იყო. ვერც იქნებოდა, რადგან არ მითქვამს. იმედმა უბრალოდ, მოიგონა. 

ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა როცა იმედი იტყუება.

რაც შეეხება ხელისუფლებას: კატეგორიულად მოვითხოვთ უსაფრთხოების სამსახურებიდან რომ გვითხრან: 

1. რა საწარმოები გაიხსნა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში? 

2. გაიზარდა თუ არა, მოსახლეობა? 

3. გაიზარდა თუ არა, ეკონომიკა? 

და თუ არც საწარმოები გახსნილა, არც ეკონომიკა გაზრდილა და არც მოსახლეობა, კეთილი ინებონ და აგვიხსნან: რატომ გაიზრდა ელ ენერგიის მოხმარება აფხაზეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში და რატომ მიაქვს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელ ენერგიის 70 პროცენტი, 30 პროცენტის ნაცვლად? 

ივანიშვილმა 2012 წლის შემდეგ ქართუ ბანკის აქტივები 400 მილიონიდან 2 მილიარდამდე გაზარდა. 

მიითვისა პუშკინის სკვერი, დაისაკუთრა სასტუმროები, ბოტანიკური ბაღის ნაწილი, სანაპირო ზოლის მრავალი კილომეტრი, მიწები, ბიზნესები... 

წილები აქვს ლიბერთი ბანკში, თიბისიში, ჰაიდერბერგში, ინტერპლასტში, ხე ტყის, პორტის, გადაზიდვების, ოქროს ბიზნესში და ამას მეორე, მესამე ან სულაც ორმოცდამეერთე პირის მეშვეობით ახერხებს. 

ასე იქცევა იქაც, სადაც სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ - აფხაზეთში. 

იქ, სადაც ვერც აუდიტის სამსახური ამოწმებს ხარჯებს და ვერც - პროკურატურა. 

ამიტომ, მისთვის აფხაზეთი, რუსი პარტნიორების დახმარებით იდეალურია ფულის საჭრელად. 

აქვს ბიტკოინების ქარხნები და აკეთებს ფულს - ენგურჰესის ელ ენერგიის ხარჯზე. 

წლიურად 230-250 მილიონი დოლარის ელ ენერგიას ვაწვდით აფხაზურ მხარეს ენგურჰესიდან. 

70 პროცენტი მათია, 30 ჩვენი და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ოლიგარქებმა უფასო დენი მიიღონ და უფრო მეტი ფული იშოვონ. 

სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, ეკონომიკის მინისტრი ენგურჰესზე ჰესების მიშენებას აპირებს.

ანუ ბიუჯეტიდან კიდევ ასეულობით მილიონი დოლარი უნდა დავხარჯოთ, მივაშენოთ ჰესები ენგურჰესს იმიტომ რომ მერე უფრო მეტი დენი მოგვპარონ და უფრო მეტად გამდიდრდნენ?

ამას ჯობდა, ენგურჰესის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ გაგვეყვანა გვირაბი, რომლის პროექტი ამერიკელებმა გააკეთეს და რომელიც 450 მილიონამდე ჯდება. 

ეს მართლაც დიდი ნაბიჯი იქნებოდა ენერგო დამოუკიდებლობისაკენ. 

თუმცა, როგორი გვირაბები გაჰყავს ქართულ ოცნებას, ეს კარგად გამოჩნდა შუახევიჰესის მაგალითზე. 

185 მეგავატიანი ჰესის ასაშენებლად მილიარდ 121 მილიონი ლარი დახარჯეს, 2017 წელს გახსნეს და გახსნიდან 2 თვეში დაკეტეს. იქ არსებული სამი გვირაბიდან ორის ჩამონგრევის გამო", - გიორგი კაპანაძე, ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი.