• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

"კიდევ კარგი თამთა საქართველოს სახელით არ გამოვიდა - მისცემდნენ ბანძ ვითომ პატრიოტულ სიმღერას, ჩააცმევდნენ კოჭებამდე, ხევსურული ორნამენტებით გაწყობილ კაბას, ხესავით დააყენებდნენ სცენაზე და ამ მართლა ძალიან წარმატებულ გოგოს გააბანძებდნენ"

მომღერალი ოთო ნემსაძე "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წერილს გამოეხმაურა. ნიკა გვარამიამ ქართველი მომღერლის გამოსვლა "ევროვიზიის" ნახევარფინალზე მწვავედ გააკრიტიკა. ოთო ნემსაძემ ნიკა გვარამიას კომენტარი დასქრინა და გვარამიას კრიტიკას უპასუხა. მომღერალმა სტატუსს იქვე სხვა უცნობი ინტერნეტ-მომხმარებლის კომენტარიც დაურთო, სადაც კონკრეტული პირი კვიპროსის ქართველი წარმომადგენლის, თამთას გამოსვლას "ვულგარულს" უწოდებს.

ოთო ნემსაძის სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა მომღერალს ეს კომენტარი დაუწერა:

"გვარამია გასაგებია და იმ ქალის კომენტარი რაღატომ გაქვს დასქრინული? ირიბად რომ მიაჯვა თამთას? ქართველებმა ვერ გაიგეთ მარტივი ჭეშმარიტება - ევროპას არ აინტერესებს ქართული დაძაბული ე.წ. ვაჟკაცობის გამრუდებული გაგება და მისი დემონსტრირება ქართველი კაცისგან და ე.წ. კდემომასილების გაგება ქართველი ქალისაგან. იმას, რასაც ჩვენ "ვაჟკაცობას" ვეძახით, მათთვის უბრალოდ განუვითარებლობაა, რადგან მაგ ტერმინის სხვანაირი აღქმა და სხვა ღირებულებები აქვთ, მართლა ღირებულებები და არა ჩვენნაირი ფარისევლური... და იმას რასაც ჩვენ კდემამოსილებას ვეძახით, ეგ მათთვის არასექსუალობაა ქალის შემთხვევაში.


თავის დროზე ბევრს ეხვეწებოდნენ თამთას, საქართველოს სახელით გამოსულიყო. კიდევ კარგი არ გამოვიდა - მისცემდნენ რაღაც ბანძ ვითომ პატრიოტულ სიმღერას, ჩააცმევდნენ კოჭებამდე, ხევსურული ორნამენტებით გაწყობილ კაბას, იტყოდნენ რომელიმე გენიალური ქართული ბრენდის, ვთქვათ - "სამოსელი ქართულის" უნიკალური და ულამაზესი კაბააო, გაუშვებდნენ, ხესავით დააყენებდნენ სცენაზე და ამ მართლა ძალიან წარმატებულ გოგოს გააბანძებდნენ. კიდევ კარგი, არ დათანხმდა.

ხოდა, კიდევ რა მაინტერესებს, ოთო - პატრიოტიზმს თუ აწვებოდით, ეს მეჩეთის ფონზე თურქული ტლინკაობა საიდან მოგაფიქრდათ? ვინ დადგა, რატომ დადგა, რა იყო საერთოდ. არ ვარგოდა მართლა და ეს გინდა ნიკამ თქვას და გინდა მაკამ, ფაქტია. არაფერი პირადული, ჯასთ შენი გამოსვლის შეფასება კონკრეტული მაყურებლისგან," - დაწერა ინტერნეტ-მომხმარებელმა.


თეგები :