• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არაფერი კონკრეტული დღეს არ დაგეგმოთ. ცვალებადი ხართ და სიტუაციაც ხშირ-ხშირად შეიცვლება. მშვიდად მოისმინეთ კრიტიკული შენიშვნები. გადახედეთ ინფორმაციებს, სანამ მათ გაავრცელებდეთ. 

კურო
შეიძლება ძველ საქმეებს ან ამოცანებს მიუბრუნდეთ. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას. განსაკუთრებით, ფინანსურთან დაკავშირებულს. 

ტყუპი
რთული და ჩახლართული ამბების მოგვარება მოგიწევთ. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა პარტნიორთან. გადადეთ კონსულტაცია, დიპლომის დაცვა. 

კირჩხიბი
ვალდებულებებისა და საოჯახო საქმეების მოგვარება მოგიწევთ. სამსახურში მოსალოდნელია ინტრიგა. სხვა დღისთვის გადადეთ სამედიცინო კვლევა, ახალი სამსახურის ძიება. 

ლომი
მოიმატებს საქმეებში გაურკვევლობები და ტრანსპორტის დაგვიანება. გაფრთხილდით, არ გაართულოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ პრეტენზიების გამოთქმას, სანამ სიმართლე არ გაირკვევა. 

ქალწული
საკუთარი საქმეები მოაგვარეთ. ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვებს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ. მოერიდეთ რთული ვალდებულებების შესრულებას. ბოლომდე ნუ ენდობით პარტნიორებს. 

სასწორი
გადადეთ ოფიციალური შეხვედრები, საქმიანი მიმოწერები. მგზავრობისას მოულოდნელი შეხვედრები გელით. დამატებითი ინფორმაციები და ახალი თანამოაზრეები უნდა მოიძიოთ. 

მორიელი
მოერიდეთ საყიდლებს, ფინანსური 

 

ოპერაციების განხორციელებას. აგრეთვე, აფერისტ ადამიანებთან საქმის დაწყებას. სიფრთხილე გმართებთ ონლაინოპერაციების ჩატარებისას (ფულის გადაგზავნა, მუსიკის, ფილმის გადმოწერა). 

მშვილდოსანი
ყურადღებით იყავით, გაუგებრობები და აურზაური თქვენი მოსაგვარებელი იქნება. სხვა დღეს გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება, მოლაპარაკებები. მოერიეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. 

თხის რქა
ინფორმაციებში სიმართლე უნდა იპოვოთ. დღეს ნუ ჩაერთვებით სამეცნიერო საქმიანობაში, კვლევებში. მინიმუმამდე შეამცირეთ კონტაქტები, შეხვედრები. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მერწყული
დაუკვირდით დეტალებს, ზოგიერთი ინფორმაცია შეიძლება გაურკვეველი იყოს თქვენთვის. ამიტომ, დამატებითი ცნობები უნდა მოიძიოთ. საყვარელ ადამიანს უმიზეზოდ ნუ წაეჩხუბებით. 

თევზები
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც სამომავლო იდეებს გაამხელთ. იყავით მეტად დაკვირვებული. არავინ არაფერი არ დაადანაშაულოთ. განსაკუთრებით, უსაფუძვლოდ.


astrologi.ge


თეგები :