• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმის პრემიერა შედგა - დრამამ მაყურებელი აატირა

კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე ქართული გეი დრამის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" მსოფლიო პრემიერა შედგა და პროფესიონალების პირველი დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.

2013 წლის 17 მაისს თბილისში დარბეული გეი აღლუმის თემით ინსპირირებული პირველი ქართული კინოსურათი გეი სიყვარულის შესახებ შვედეთში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორის ლევან აკინის სურათია. 

მერაბი (ლევან გელბახიანი) ქართული ცეკვის ანსამბლში მარის (ანა ჯავახიშვილი) მეწყვილე და შეყვარებულია. რეპეტიციების შემდეგ ის რესტორანში მიმტანად მუშაობს, რომ სახლში საჭირო ფული მიიტანოს. მერაბის ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც ანსამბლში ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) მოდის. ირაკლი მერაბის მეტოქე ხდება. მეტოქეობა ერთმანეთთან მიზიდულობაში გადაიზრდება.

ფილმში თამამი სასიყვარულო სცენები წინწყაროს, სადღეგრძელოების და ქვევრის ფონზე ვითარდება.

იუმორით გამყარებულ ქართული ცეკვის რომანსს, აუდიტორიამ მხურვალე აპლოდისმენტებით და ცრემლებით უპასუხა. ფილმი 25 კინოსურათს შორის გამარჯვებისთვის იბრძვის, ჟურნალი SCREEN-ის დღევანდელი ნომრის ყდაზე კი ფილმის პოსტერია.


თეგები :