• თბილისი
  • 30°C
  • 19 მაისი, 2019
article

სასულიერო პირები და მრევლი, ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ აქციისთვის ხელის შესაშლელად, სახელმწიფო კანცელარიასთან ღამისთევით იკრიბებიან

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიების მრევლი, სახელმწიფო კანცელარისთან იკრიბებიან. მათი მხარდამჭერების განცხადებით, შეკრების მიზანია ხელი შეუშალონ სავარაუდო აქციას, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად შესაძლოა გაიმართოს.

შსს-მ უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი."

საქართველოში 17 მაისი საპატრიარქოს ინიციატივით ოჯახის სიწმინდის დღედაა გამოცხადებული. 

პირველი ლგბტქი პრაიდი კი კავკასიაში, კონკრეტულად თბილისში, 18-23 ივნისში იგეგმება. კვირეულის ფინალი იქნება ღირსების მარში, თუმცა, სად გაიმართება მსვლელობა, ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია.


თეგები :

×