• თბილისი
  • 34°C
  • 21 ივლისი, 2019
article

თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვას ქმარი იმ სიმღერის ავტორია, რომლითაც აზერბაიჯანი "ევროვიზია 2019"-ზე მეექვსე ადგილზე გავიდა (ვიდეო)

მომღერალ თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვას ქმარი, პროდიუსერი და კომპოზიტორი ბორისლავ მილანოვი იმ სიმღერის ავტორია, რომლითაც აზერბაიჯანმა "ევროვიზია 2019"-ზე წარმატება მოიპოვა და მეექვსე ადგილზე გავიდა. 

თაკო აზერბაიჯანის მხარდაჭერისკენ ქართველებს სოციალურ ქსელში მოუწოდებდა.

"თაკო, გილოცავ! ღმერთის ნებით იქნებ შენმა მეუღლემ საქართველოსთვისაც დაწეროს კარგი სიმღერა - მომღერლები იცოცხლე კი გვყავს და ჩვენც გვეღირსოს რაღაც ევროვიზიაზე. გაიხარე! სულ გამარჯვებები თქვენ ლამაზ ოჯახს," - უწერენ ინტერნეტ-მომხმარებლები თაკოს სოციალურ ქსელში.


თეგები :