• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

ჩოგბურთელი სოფია შაფათავა: გუშინ ჩამოვედი ისრაელში შეჯიბრზე... 6 საათი დამსვეს საზღვარზე. წაიღეს ჩემი პასპორტი, არც არაფერი მითხრეს რატომ, რისთვის. ჩამაგდეს ამოხუთულ ოთახში, არანაირი საკვები და წყალი... დამკითხეს კრიმინალივით

ჩოგბურთელი სოფია შაფათავა იმ პრობლემის შესახებ წერს, რაც ისრაელის საზღვარზე შეექმნა:

"მინდა დავწერო პოსტი, იმიტომ რომ დიდი ხანია მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენ საზღვარზე აბსოლუტურად ყველას უპრობლემოდ ვატარებთ საქართველოში და ჩვენ ყველგან გვასაზიზღრებენ...

ვთვლი, რომ უსამართლობაა ყველგან ვიზას რომ ვაკეთებთ და ჩვენთან დასეირნობს ყველა სურვილისამებრ.

გუშინ ჩამოვედი ისრაელში პროფესიონალი სპორტსმენი. ჩამოვფრინდი შეჯიბრზე, მოგებული შეჯიბრის შემდეგ ოფიციალური მოწვევით, სასტუმროთი, უკანა ბილეთით, ხარჯთაღრიცხვით.

6 საათი დამსვეს საზღვარზე. წაიღეს ჩემი პასპორტი, არც არაფერი მითხრეს რატომ, არც რისთვის. ჩამაგდეს ამოხუთულ ოთახში, არანაირი საკვები ან დასალევი. წყალიც კი არა...

6 საათის მერე ჩვეულებრივი კრიმინალივით დამკითხეს. ისე დამაკავეს გეგონება ამწამს ვიყავი "სროკზე".

მადლობა ჩემ მეწყვილეს, ემილის, რომელმაც ჩემთან გაათენა და უბრალოდ პრინციპის გამო არ დამტოვა მარტო. და ჩემთან იწვალა. როდესაც შეეძლო 2 წუთში გასულიყო. იმიტომ რომ ბრიტანელია და რა თქმა უნდა, ჩვენგან განსხვავებით ადამიანებივით ექცევიან. მაგრამ დარჩა, იმიტომ რომ ისე გამაჩერებს გეგონება "კოკაინი" გამქონდა. და ძალიან ინერვიულა.

ეხლა შეკითხვა, ამდენი მგზავრობის შემდეგ, ყველანაირი საბუთით და დასტურით, რომ არ მჭირდება არც აქ დარჩენა და არც არაფერი, 6 დღით ვარ სულ. ჩვეულებრივ ტურისტს ქართველებს რას უშვებიან.

და რატომ, უბრალოდ რატომ ჩვენ ყველას ვუშვებთ ქვეყანაში შეკითხვას გარეშე.

ამას არ ჰქვია უვიზო რეჟიმი, ამას ჰქვია დამცირება, ჯობია ისევ ვიზა დააბრუნონ," - წერს ჩოგბურთელი.


თეგები :