• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

"როგორ უნდა მისცე 14-15 წლის ბავშვს დაორსულების უფლება? ან სად იყვნენ ამ გოგოს მშობლები? ან სახელმწიფომ რატომ არ გამოიძია აქამდე, როგორ შეიქმნა არასრულწლოვნების ოჯახი?"

სოციალური აქტივისტი ბექა ბოკუჩავა ასე ეხმაურება 16 წლის გოგოს მიერ 7 თვის შვილის მკვლელობას:

"16 წლის გოგომ, 7 თვის შვილი გაგუდა გუშინ. 

შვილი რომ ასე გძულს, ე.ი. სერიოზული პრობლემები გაქვს და ფსიქიკური პრობლემები. 

ამიტომ უნდა აიკრძალოს არასრულწლოვნების ქორწინება კატეგორიულად, მით უმეტეს, შვილის ყოლა მათთვის. 

ლგბტქ-ს არარსებულ ოჯახებს ებრძვის ბრბო და "წმინდა ოჯახებზე" აწყობენ აქციებს მაშინ, როცა ქმრები ცოლებს, ყოფილ ცოლებს კლავენ, დედები შვილებს და ა.შ. 

ბავშვის ყოლის უფლება არასრულწლოვანს კი არა, ზრდასრულების უმეტესობასაც არ უნდა ჰქონდეს. ბავშვი სათამაშო არაა. 

და სახელმწიფო უნდა უტარებდეს ფსიქოლოგიურ ტესტს იმათ, ვისაც 1 ან მეტი შვილის ყოლა სურს. არასრულწლოვანი თავად ბავშვია და როგორ აიღებს პასუხისმგებლობას სხვაზე? 

ალბათ ეს გოგოც ძალადობის მსხვერპლი იყო, ამიტომაც გაიქცა ოჯახიდან ამ ამბის მერე. 

აი ასეთი ტრაგიკული ამბები ხდება იქ, სადაც კანონი მეასე ხარისხოვანია.

კანონი რომ მნიშვნელოვანი იყოს, ხომ ვერ შექმნიდნენ ოჯახს და ხომ არ მოხდებოდა ასეთი ამბავი?" - წერს ბექა.

ბექა ბოკუჩავას წერილს ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"რომელ კანონზე და საზოგადოებაზეა საუბარი, ჩაქოლეს ეს გოგო კომენტარებში! გახრწნილი საზოგადოება!" "ფაქტი ხომ არის საშინელი, მაგრამ წავიკითხე კომენტარები (სხვაგან) და ჩვენი საზოგადოება გაცილებით საშინელია. განსაკუთრებით ქალები არიან აგრესიულები. თან ამ ფაქტის მეშვეობით რომ ცდილობენ, თავისი "კარგი ქალობის" დამტკიცებას, ჩაქოლვის და დახრჩობის მოთხოვნის ფონზე. არავის არ მოსდის იმის გააზრება, რომ საუბარია 16 წლის ბავშვზე. საზარელი სანახაობაა,"- წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

"მხოლოდ მისი ბრალი არაა, სახელმწიფოა დამნაშავე, როგორ უნდა მისცე უფლება 14-15 წლის ბავშვს დაორსულების? ან სად იყვნენ ამ გოგოს მშობლები? ან სახელმწიფომ რატომ არ გამოიძია აქამდე, როგორ შეიქმნა არასრულწლოვნების ოჯახი? ახლა ყველაფერი ამ გოგოს ბრალი იქნება, რომელსაც ალბათ ორსულობის სტრესი ჰქონდა, ალბათ მასზე ძალადობდნენ კიდეც," - დაწერა ბექამ კომენტარებში.

 


თეგები :