• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი უსახლკაროა და სიდედრის ბინაში ცხოვრობს - რატომ დაამონტაჟეს მისი მშობლების სახლზე ვიდეო-კამერები?

ახალი დეტალები რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის შესახებ. 

ლაშა ქოჩიაშვილი სიდედრის, ჩაჩავას კლინიკაში მომუშავე გინეკოლოგის, ფიქრია კამლაძის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში ცხოვრობს. 

ბინა ბახტრიონის 37 ნომერში, მერვე სართულზე მდებარეობს და ის 154.78 კვ.მეტრია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე, რომელმაც ქვეყნის მთავარი არხის ბედი უნდა გადაწყვიტოს, არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს. ჰყავს ერთი ავტომობილი, რომელიც 2013 წელს შეიძინა - 8300 დოლარად. უძრავი ქონება არც მისი მეუღლის, ანა ხიჯაკაძის სახელზე ირიცხება. 

როგორც ჩანს, მაღალი ხელფასის მიუხედავად, ბატონმა ლაშამ და მისმა მეუღლემ უძრავი ქონების შეძენა ვერ მოახერხეს. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად. 

არაოფიციალურად კი, მას შესაძლოა, სხვადასხვა ნათესავის სახელზე ჰქონდეს უძრავი ქონება დარეგისტრირებული, რომლის შესახებაც მონაცემებს ამ წუთებში ვაგროვებთ.

„რატომ უნდა ჩაგაბაროთ „აჩოტები?“ - ქოჩიაშვილის სიდედრი

პრესა.ჯიმ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის სიდედრს, ფიქრია კამლაძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენი უწყინარი კითხვების გამო გაღიზიანდა... 

 „პრესა.ჯი: ქალბატონო ფიქრია, თქვენ ბატონი ლაშა ქოჩიაშვილის სიდედრი ბრძანდებით? 

ფიქრია კამლაძე: დიახ, დიახ, რა იყოთ?  . 

- თქვენთან ცხოვრობს ბატონი ლაშა, ბახტრიონის ქუჩაზე? 

- თქვენ ვინ ბრძანდებით, რატომ უნდა ჩაგაბაროთ „აჩოტები“? 

- ჟურნალისტი ვარ, თქვენი სიძის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მისი დეკლარაციიდან ზოგიერთი შეუსაბამობის გადამოწმება გვინდა, ამიტომ დაგირეკეთ... 

- არ გავაკეთებ არანაირ კომენტარს ამ საკითხზე, არ ვარ ვალდებული „აჩოტები“ ჩაგაბაროთ“.

რატომ დააყენა ვიდეო კამერები ლაშა ქოჩიაშვილმა მშობლების სახლში?

ლაშა ქოჩიაშვილის მშობლები, რომლებიც პენსიონერები არიან, თერჯოლაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში ცხოვრობენ. 

მოსამართლემ, რომელიც ამჟამად ივანიშვილის ფავორიტი მურუსიძის კლანის წევრია, რამდენიმე თვის წინ, მშობლების სახლში და მიმდებარედ ვიდეო კამერები დაამონტაჟა. 

ისინი, ვინც მას და მის მშობლებს კარგად იცნობენ, ამ ფაქტს ორი მიზეზით ხსნიან: 

1. მისი სახლი გაქურდეს და არ გაახმაურეს. 

2. ლაშა ქოჩიაშვილმა წინასწარ მიიღო უსაფრთხოების ზომები. 

ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა რომ მისი მშობლების სახლის ქურდობის ფაქტის შესახებ ოფიციალურად ცნობები არ იძებნება. შესაბამისად, ან ქურდობა მოხდა და პოლიციამ გამოძიება არ დაიწყო ან მომხდარი ფაქტი დამალეს.  

თუმცა, ლაშა ქოჩიაშვილის ახლობლები მშობლების სახლში ვიდეო-კამერების დამონტაჟების ფაქტს უფრო მეორე ვერსიას უკავშირებენ და ამბობენ რომ მას შემდეგ, რაც ის მურუსიძის კლანის წევრად ჩაეწერა, შესამჩნევად შეიცვალა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყო...

ივანიშვილის ფავორიტმა მურუსიძემ ლაშა ქოჩიაშვილს რამდენიმე ძირითადი პრობლემა მოუგვარა. 

კერძოდ:

1. დაულაგა უთანხმოება სასამართლო კორპუსთან. 

2. დაანიშნინა უვადოდ. 

როგორც ჩანს, მოსამართლე ქოჩიაშვილისათვის ახლა ხარკის გადახდის დრო დადგა. 

იმის გამო რომ ის, უბრალოდ, დავალებულია ივანიშვილის ფავორიტი მურუსიძისგან, დიდი ალბათობით იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს უნდა - ეცდება გააჩეროს რუსთვი 2 იმ სახით, რა სახითც ის დღეს მაუწყებლობს.

ივანიშვილის აზრით, რუსთავი 2 რომ არ არსებობდეს, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. 

ოლიგარქი თვლის რომ საქართველოს მოქალაქეები კარგად ცხოვრობენ, უბრალოდ, რუსთავი 2 მათზე ისეთ გავლენას ახდენს რომ ადამიანები ქართული ოცნების სიკეთეებს ვერ ხედავენ. 

ე.ი. პრორუსი ივანიშვილის აზრით, თუ რუსთავი 2 არ იქნება, ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი არ იშიმშილებს; 

450 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველი აღარ იქნება;

გაჩნდება სამუშაო ადგილები;

დასტაბილურდება ლარი;

განახევრდება საწვავის ფასი;

შემცირდება გადასახადები;

გვექნება უფასო ფული;

გაუმჯობესდება ცხოვრება და აღარც პოლიცია მოკლავს ცემით ზვიად მთავრიშვილებს.

რეალურად კი, ოლიგარქს, რომელმაც სხვადასხვა მაქინაციების გზით 2012 წლის შემდეგ 20 მილიარდის ქონება მიითვისა, სავარაუდოდ ხელისუფლების მიტაცება აქვს გადაწყვეტილი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში, რასაც ცხადია ვერ შეძლებს რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ამ დამოუკიდებლობის მთავარი გარანტის, ნიკა გვარამიას დირექტორობის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ სურს მისი გაჩერება...

თუმცა, ტელეკომპანია რუსთავი 2 და მისი გენერალური დირექტორი, რომელიც უკვე წლებია პირდაპირ ასოცირდება დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების არსებობასთან, ოლიგარქისათვის აუღებელი ციხე-სიმაგრეა.

P.S: შეგახსენებთ რომ რუსთავი 2-ის 9 პროცენტის წილის მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ, რომელიც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ის 28 მილიონსა და ნიკა გვარამიას უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს, რაც სხვა არაფერია, თუ არა, პრორუსი ოლიგარქის ბოროტი ოცნება. ოცნება, რომელსაც არც ამჯერად უწერია ახდენა.