• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

რა დაუპირისპირა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა ზუგდიდში სანდრა რულოვსს (მხოლოდ ციფრები და ფაქტები)

უკვე ვწერდით იმის შესახებ რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ზუგდიდის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების შავი სალაროდან 11 მილიონი დახარჯა. 

ამჯერად კი წარმოგიდგენთ ოფიციალურ ფაქტებსა და ციფრებს იმის საილუსტრაციოდ თუ რა ვითარებაში უწევდა ბრძოლა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, ზუგდიდის მერის არჩევნებში.

ამის შემდეგ, ალბათ უკეთ დავინახავთ და გავიაზრებთ იმ შედეგებს, რომელიც სანდრა რულოვსმა ასეთი მასშტაბური შეტევის, მოსყიდვისა და დაშინებისა ფონზე დადო - 43 პროცენტი - 24 ათასზე მეტი ხმა.

1.) ქართულ ოცნებას ჰყავდა 2 500-მდე დაფინანსებული კოორდინატორი.

2.) 1000-მდე პირი საარჩევნო კომისიებში.

3.) 5 000 ათასზე მეტი საჯარო თუ სახელმწიფო მოიხელე და მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანი.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ, წინასაარჩევნოდ,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტირული პროექტებისთვის დაჩქარებულად გამოყო 50 მილიონი ლარი - ძირითადად გზების მშენებლობაზე.

სოციაურად დაუცველთათვის, ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი გაიზარდა 4 მილიონი ლარით.

ამის გარდა, თითოეულ დევნილს ერთჯერადად მთავრობამ გადასცა 150 ლარის დახმარება - რისი მიღების პირობაც იყო ლოიალურობის დადასტურება ქართული ოცნებისთვის.

ბ. ივანიშვილმა პირადად შესწირა 1 მილიონი ლარი ზუგდიდის ეპარქიას - ეკლესიის მშენებლობისთვის.

არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ზუგდიდში, სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონებიდან გადაეწერა 2 ათასამდე მოქალაქე.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ: სუსის, პოლიციის, თავდაცვის ძალების, სახელმწიფო უწყებების პირველი პირები. 

სამთავრობო უწყებების კოორდინირებას, რესურსების მობილიზებასა და გადაჯგუფებას, შს მინისტრის ზუგდიდში მივლინებული მოადგილე, ლევან კაკავა უზრუნველყოფდა. 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში რეგისტრირებული 1800-მდე ამომრჩეველი შეაგროვა და ხმის მისაცემად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩაიყვანა.

თუმცა, ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციის მიუხედავად, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, შეძლო და თავის უპირატესობაში დაარწმუნა 24 ათასზე მეტი მოტივირებული, პრინციპული და ღირებულებებზე ორიენტირებული ამომრჩეველი (ოფიციალური მონაცემებით), რომელმაც უარი თქვა ფულზე, პრივილეგიებზე, ქართული ოცნების ბინძურ თამაშის წესებზე და ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მისცა. 

ცხადია, ამ უსამართლო ბრძოლაში, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ფორმალური გამარჯვებისათვის.

თუმცა, 24 ათასზე მეტი ორგანიზებული და შეუპოვარი ამომრჩეველი მთელი არმიაა - ზუგდიდიდან საქართველოს გამარჯვების დასაწყებად საჭირო არმია.