• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ანონსი: 100 მილიონერი და კორუმპირებული ჩინოვნიკი (სია) - ხვალ presa.ge-ზე

ხელისუფლების წევრების მიერ მოწოდებული მასალების, კორუფციული გარიგებებისა და სახელმწიფო სახსრების დატაცების ფაქტების გათვალისწინებით, ჩვენ კორუმპირებული და მილიონერი ჩინოვნიკების სია შევადგინეთ. 

ეს არის იმ ჩინოვნიკების ჩამონათვალი, რომლებმაც სახელმწიფო სამსახურებიდან სხვადასხვა გზებით და უკანონოდ დააგროვეს ქონება და გაზარდეს საკუთარი შემოსავლები - კორუფციითა და სიღარიბით სავსე ქვეყანაში. 

სიაში მოხვდნენ როგორც დეპუტატები, ისე მინისტრები, მერები, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები. 

მასალას ხვალ დილიდან Presa.ge¬-ზე გამოვაქვეყნებთ და საზოგადოება გაიგებს როგორ შოულობენ ფულს არალეგალურად და როგორ მდიდრდებიან მათი რჩეულები - „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში - ხალხის გაღარიბების პარალელურად.

 


თეგები :

სია