• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

100 მილიონერი და კორუმპირებული ჩინოვნიკი (სია)

ხელისუფლების წევრების მიერ მოწოდებული  მასალების, კორუფციული გარიგებებისა და სახელმწიფო სახსრების დატაცების ფაქტების გათვალისწინებით ჩვენ კორუმპირებული და მილიონერი ჩინოვნიკების სია შევადგინეთ. 

ეს არის იმ ჩინოვნიკების ჩამონათვალი, რომლებმაც სახელმწიფო სამსახურებიდან სხვადასხვა გზებით, პრივილეგიებით ან უკანონოდ დააგროვეს ქონება და გაზარდეს საკუთარი შემოსავლები - კორუფციითა და სიღარიბით სავსე ქვეყანაში. 

სიაში მოხვდნენ როგორც დეპუტატები, ისე მინისტრები, მერები, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები. 

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მხოლოდ 100 ჩინოვნიკია ისეთი, რომელიც ხალხის ხარჯზე, ბიუჯეტის ფულით ან პრივილეგიების გამოყენებით მდიდრდება.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ დიდი კორუფციული ჯაჭვისა და სოციალური უსამართლობისა, რომლის კორუმპირებული რგოლების შესახებ ჩვენ მონაცემებს პერიოდულად მოგაწვდით. 

სიაში მითითებულია სახელი, გვარი, თანამდებობა და ის სფერო, რომლითაც ესა თუ ის ჩინოვნიკი გამდიდრდა. უკანონოდ გამდიდრებული ჩინოვნიკები კი, ბიზნესებსა და უძრავ ქონებას საგულდაგულოდ მალავენ...

1. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის თავმჯდომარე. სფერო - შესყიდვები, ივანიშვილისგან იღებს არალეგალურ ხელფასს.

2. მამუკა ბახტაძე (მთავრობა) - გადაზიდვები, რკინიგზა, ნავთობი. ივანიშვილისგან იღებს არალეგალურ ხელფასს.

3. ნათია თურნავა (ეკონომიკის მინისტრი) - ლიცენზიები, პორტები, პრივატიზაცია. აფინანსებს ჩხარტიშვილი.

4. ზაზა თავაძე (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე), იარაღები, შესყიდვები.

5. ვალერი ცერცვაძე (მოსამართლე) - გადაწყვეტილებების ლობირება, ბიზნესი.

6. იოსებ მაკრახიძე (გორის მაჟორიტარი) - ტენდერები.

7. კახი კალაძე - ჰესები, თბილგაზი, ნებართვები...

8. მამუკა ვასაძე (პროკურორი) - ბრალდების ლობირება, არალეგალური ხელფასი.

9. გიორგი გახარია (შს მინისტრი) - ივანიშვილის უკანონო დავალებების შესრულება, ბიზნეს-აქტივების ახევა. არალეგალური ხელფასი.

10. ალექსანდრე ტაბატაძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე) - სუპერმარკეტების ბიზნესი, სამთავრობო ლობი, კომერციული ფართები.

11. იური ნოზაძე (სოფლის მეორნეობის მინისტრის მოადგილე, ივანიშვილის ნათესავი) - სპირტის ბიზნესი. არალეგალური ხელფასი.

12. ლევან იზორია - სიგარეტის კონტრაბანდა სამეგრელოში, თავდაცვის შესყიდვები, უძრავი ქონება. არალეგალური ხელფასი ივანიშვილისგან.

13. ზურაბ პატარიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე - სამშენებლო კომპანიები, არალეგალური წილები აჭარაში მდებარე ჰესებში, ნავთობის ბიზნესში.

14. ირაკლი ღარიბაშვილი (მისი კლანი: თამაზ თამაზაშვილი, დავით ზედელაშვილი, არჩილ ცაბუტაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი). არალეგალური ხელფასი ვანო ჩხარტიშვილისგან.

15. დავით სერგეენკო - სადაზღვევო ბიზნესი, მედიკამენტების ბიზნესი, ე.წ. ატკატები. არალეგალური ხელფასი ივანიშვილისგან.

16. თამაზ მოდებაძე (სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსი) - ივანიშვილის კლანის წევრი.

17. გიორგი კვირიკაშვილი - ბიზნესის ლობი. აფინანსებს ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი.

18. ზურაბ ალავიძე, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი - მშენებლობები, ენერგეტიკა, კვირიკაშვილის კლანი.

19. მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურის მინისტრი - ატკატები, შესყიდვები, ლობი. არალეგალური ხელფასი ივანიშვილისგან.

20. ვახტანგ გომელაური (სუსი) – ბიზნესის ლობირებისგან მიღებული შემოსავალი, არალეგალური ხელფასი ივანიშვილისგან.

21. ლევან მურუსიძე - (სასამართლო კლანის წევრი, მოსამართლე) - ივანიშვილის კლანის დავალებების შემსრულებელი. არალეგალური ხელფასი ივანიშვილისგან.

22. გიორგი ტყემალაძე - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - შესყიდვები, ტენდერები.

23. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი (სუსი) – გახარიას თვალი და ყური. არალეგალური ხელფასი გახარიასგან.

24. კახაბერ საბანაძის (შსს) ოჯახი - სახელმწიფო ტენდერები, ლობი. არალეგალური ხელფასი გახარიასგან.

25. ალექსანდრე ბატიაშვილი (განათლების მინისტრი) - ტენდერები, შესყიდვები.

26. კოკა გუნცაძე (რკინიგზა) - გადაზიდვები. არალეგალური ხელფასი უჩა მამაცაშვილისგან.

27. ლევან შონია - სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი, კონტრაბანდა.

28. ვანო ზარდიაშვილი (დეპუტატი) - სასამართლო კლანის წევრი - კობახიძე-ივანიშვილის დაკვეთის შემსრულებელი. არალეგალური ხელფასი კობახიძისგან.

29. გიორგი ერმაკოვი (ბათუმის ყოფილი მერი) - სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერები.

30. ნატალია ნაზღაიძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) - პოლიტკური დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ ლოიალური განწყობის მოპოვება ხელისუფლებისგან.

31. შოთა მურღულია (ქუთაისის ყოფილი მერი) - ტენდერები, „ატკატები“. 

32. თორნიკე რიჟვაძე (აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარე) - ენერგეტიკა, ჰესები, შესყიდვები. არალეგალური ხელფასი ივანიშვილის კლანისგან.

33. ვახტანგ ლაშქარაძე (შემოსავლების სამსახურის უფროსი) - ლობი, დაკვეთების შესრულება.

34. მამუკა ჯანგულაშვილი (საბაჟო დეპარტამენტის უფროსი) - სუსის კონტროლის ქვეშ მყოფი ჩინოვნიკი - საბაჟო ტვირთბრუნვა. 

35. ლევან დავითაშვილი (სოფლის მეურნეობის მინისტრი) - მელიორაცია, შესყიდვები, სპირტი. არალეგალური ხელფასი ივანიშვილის ძმისგან.

36. სოზარ სუბარი (მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი) - ლობი. არალეგალური ხელფასი მათ შორის იმიტომ რომ არ გახსნას ვანო მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანის საქმე.

37. ვიქტორ ჯაფარიძე (მესტიის მაჟორიტარი) - მიწები, ტენდერები.

38. კონსტანტინე თავზარაშვილი (გორის მერი) - საბიუჯეტო სახსრები, „ატკატები“.

39. შალვა ბულაშვილი (თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი) - შესყიდვები (დაინტერესებულია ანტიკორუფციული სამსახური).

40. ამირან გამყრელიძე (დაავადებათ კონტროლის ცენტრის დირექტორი) - საბიუჯეტო სახსრები, ლობი.

41. ირაკლი ტაბაღუა (რუსთავის მერი) - საბიუჯეტო სახსრები, „ატკატები“.

42. გიორგი ჩოგოვაძე (აეროპორტების გაერთიანების დირექტორი) - ტენდერები, „ატკატები“.

43. გიორგი დონაძე (ფოლკლორის ცენტრის დირექტორი) - ჩხარტიშვილის კლანის წევრი, მშენებლობები, საბიუჯეტო სახსრები. არალეგალური ხელფასი ჩხარტიშვილისგან.

44. ნოდარ ხადური (კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე) - საბიუჯეტო სახსრები, „ატკატები“. 

45. კახა ბექაური (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე) - შესყიდვები, საბიუჯეტო სახსრები, ლობი.

46. ვახტანგ აბაშიძე (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი) - პრორუსული პოლიტიკის ლობისტი.

47. ზვიად ძიძიგური (ვიცე-სპიკერი) - არალეგალური ბიზნესი, არალეგალური შემოსავალი ივანიშვილისგან.

48. დავით ფერაძე (რკინიგზის დირექტორი) - გადაზიდვები, შესყიდვები. არალეგალური ხელფასი უჩა მამაცაშვილისგან.

49. დავით საგანელიძე (საპარტნიორო ფონდის დირექტორი) - ლობი, ინვესტიციები, ფარული გარიგებები.

50. გიორგი ბახტაძე (სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი) - ნავთობი, არალეგალური შეთანხმებები.

51. ქეთევან ნიკოლიშვილი (წამლის სააგენტოს უფროსი) - მედიკამენტები, ლიცენზიები.

52. ლევან რაზმაძე (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე) - არალეგალური წილები.

53. ირაკლი ქარსელაძე (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე) - გზები, ტენდერები, „ატკატები“.

54. გიორგი ბაგრატიონი (თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი) – „ატკატები“. 

55. რეზო სოხაძე (თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის ხელმძღვანელი) - არალეგალური გარიგებები. 

56. ირაკლი ხმალაძე (თბილისის ვიცე-მერი) - არალეგალური გარიგებები, „ატკატები“ (მასზე მასალებს აგროვებს პროკურატურა).

57. მიხეილ გიორგაძე (განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე) - კორუფციული გარიგებები.

58 გელა სამხარაული (ახმეტა-თელავის მაჟორიტარი) -  უკანონო გარიგებები.

59. ირაკლი შიოლაშვილი (სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი) - არალეგალური სქემები.

60. ბაგრატ მანველიძე (აჭარის განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილე) - ტენდერები, შესყიდვები. 

61. გოჩა კურდღელია (ფოთის მერი) - პორტები, კორუფციული გარიგებები.

62.  კონსტანტინე შარაშენიძე (ოზურგეთის მერი) - კორუფციული გარიგებები, ჩხარტიშვილის კლანის წევრი. 

63. ენძელ მკოიანი (ახალქალაქის მაჟორიტარი) - კორუფციული გარიგებები.

64. ალექსანდრე გრიგალავა (მარტვილის მერი) - ტენდერები, „ატკატები“ - კალაძის კლანის წევრი.

65. მიხეილ ჩინჩალაძე (მოსამართლე) - ივანიშვილის კლანის დაკვეთების შემსრულებელი.

66. თემურ კუპატაძე (სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე) - არალეგალური ბიზნესი. 

67. ანზორ ჩუბინიძე (დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი) - ბიზნესების „კრიშა“. არალეგალური ხელფასი ივანიშვილისგან.

68. ელგუჯა გოცირიძე (დეპუტატი) - ბიზნესები, ტენდერები...

69. ანზორ ბოლქვაძე (ხულოს მაჟორიტარი) - არალეგალური ბიზნესი.

70. ოთარ დანელია (მარტვილის მაჟორიტარი) - ტენდერები, სოფლის მეურნეობა.

71. პაატა კვიჟინაძე (საჩხერის მაჟორიტარი) - ივანიშვილის სახელის გამოყენებით ლობირებს კომპანიებს.

72. ბექა ოდიშარია (დეპუტატი)- მიწები, ტენდერები, წილები.

73. გიორგი კოპაძე (ახალციხის მაჟორიტარი) - ადგილობრივი ბიზნესების დიდ ნაწილს აკონტროლებს.

74. ლერი ხაბელოვი (ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი) - სპორტთან დაკავშირებული ბიზნესების „კრიშა“.

75. შოთა ხაბარელი (დეპუტატი) - სპორტთან დაკავშირებული ტენდერები.

76. გიორგი ბუთხუზი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) – „ატკატები“ თავდაცვის სამინისტროს ტენდერებიდან და შესყიდვებიდან (მასზე მასალებს აგროვებს პროკურატურა). 

77. ზაზა ბოხუა (ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე) - ტენდერები, „ატკატები“ (მასზე მასალებს აგროვებს პროკურატურა).

78. გიორგი ხოჯევანიშვილი (შიდა ქართლის გუბერნატორი) -  შესყიდვები, კონტრაბანდა. გახარიას კლანი.

79. ლევან მებონია (ენგურჰესის დირექტორი) - ელექტროენერგია, შესყიდვები.

80. უჩა უჩანეიშვილი (სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე) - ელექტროენერგია, ჰესებთან დაკავშირებნული ბიზნესი (მისით დაინტერესებულია ანტიკორუფციული სამსახური).

81. ვახტანგ ბეგიაშვილი (სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველი საბჭოს წევრი) - ელექტროენერგია.

82. ზვიად მანდარია (ქუთაისის დასუფთავების სამსახურის უფროსი) - ტენდერები. 

83. ალეკო ახალაძე (ქუთაისის საკრებულოს წევრი) - ტენდერები.

84. ზაქარია ქუცნაშვილი (დეპუტატი) - არალეგალური ბიზნესი. არალეგალური შემოსავლები. ინტერესთა შეუთავსებლობა.

85. გოჩა ენუქიძე (დეპუტატი) - ნავთობი...

86. შოთა შალელაშვილი (დეპუტატი) - ივანიშვილის კლანის წევრი.

87. ლევან კობიაშვილი (დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაცია) - საბიუჯეტო სახსრები, ტენდერები, ატკატები (დასრულების ეტაპზეა ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება ფედერაციაში არსებულ სიტუაციაზე) - კალაძის კლანის წევრი.

88. კობა ნარჩემაშვილი (დეპუტატი) - ოჯახური ბიზნესი.

89. ილია წულაია (დეპუტატი) - მშენებლობა, ტენდერები.

90. გოდერძი ჩანქსელიანი (დეპუტატი) - ფქვილის ბიზნესი.

91. ისკო დასენი (დეპუტატი) სათამაშო ბიზნესი, მევახშეობა.

92. არჩილ თალაკვაძე (დეპუტატი) – არალეგალური ხელფასი პარტიის შავი სალაროდან.

93. გიორგი დუგლაძე (ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე) - სახელმწიფო ქონება. არალეგალური ხელფასი დუგლაძეების კომპანიიდან.

94. ირაკლი შოთაძე (ყოფილი მთავარი პროკურორი) - ივანიშვილის კლანის წევრი. არალეგალური შემოსავლები ოლიგარქისგან - დღემდე.

95. ოთარ ფარცხალაძე (ყოფილი მთავარი პროკურორი) - ლუკოილი, გადაზიდვები, მშენებლობა. 

96. გრიგოლ ლილუაშვილი (სუსის ფაქტობრივი მმართველი) - არალეგალური შემოსავლები ივანიშვილისგან.

97. სოსო გოგაშვილი (ქართული ოცნება) - პარტიული ფინანსები, შავი სალარო.

98. პაატა მხეიძე (დეპუტატი) - მშენებლობები, სათბურები, არალეგალური შემოსავლები.

99. გია თვალავაძე (სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი) - სააფთიაქო ნარკომანია. 

100. ზაზა სოფრომაძე (სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი დირექტორი) -  „ატკატები“.

შენიშვნა: არალეგალური შემოსავლები 5 ათასი დოლარიდან იწყება და 50 ათას დოლარამდე ადის - ჩინოვნიკის, მისი სტატუსისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სჭირდება ის ოლიგარქიას. ეს ინფორმაცია ჩვენ ორმა ყოფილმა მინისტრმა დაგვიდასტურა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

გარდა ჩინოვნიკებისა, ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში მდიდრდება იმ ბიზნესმენთა კლანიც, რომელიც ივანიშვილის მაფიოზურ პირამიდასთან არის დაკავშირებული. 

1. ბიძინა ივანიშვილი - ბანკების, ცემენტის, ხე-ტყის, სამშენებლო, სადისტრიბუციო, მედიკამენტების, ჰესების, ელ. ენერგიის, ბიტკოინების, ტერმინალების, გადაზიდვების, ღვინის, სპირტის, უძრავი ქონების, რკინის, ოქროს... ბიზნესები.

2.  ივანიშვილის დიშვილი კახა კობიაშვილი (ივანიშვილის ბიზნესების მმართველი) - 80 მილიონი დოლარი. 

3. ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი (ივანიშვილის ბიზნესების მმართველი) - 200 მილიონი დოლარი.

4. შმაგი კობახიძე (ივანიშვილის ნათესავი და მისი რუსული ბიზნესების მმართველი) – 120 მილიონი დოლარი.

5. ვანო ჩხარტიშვილი - 300 მლნ დოლარი - ფოთის პორტის ნაწილი, ფოთის ეკონომიკური ზონა, ბათუმის პორტი, ელექტროენერგიის რეექსპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა...

ჩინოვნიკები და ბიზნესმენები მდიდრდებიან პრივილეგიებით, კორუფციული გარიგებებითა და კრიმინალური საქმიანობით იქ, სადაც ასეულობით ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. 

გაუფასურებული ლარის, გაძვირებული ცხოვრებისა და გაღარიბებული ოჯახების ფონზე, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ფუფუნებაში ცხოვრობს და თვლის რომ საქართველოს გაღარიბებული მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის ყიდვა 5 კილო კარტოფილით შეიძლება - ყოველი არჩევნების წინ.