• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

"ოცნების" აქტივისტები თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილს თავს დაესხნენ

"ქართული ოცნების" აქტივისტებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით, მე-13 უბანზე მათ მამაკაცმა შეაგინა, ქალმა კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც გაირკვა, ერთ-ერთი დამკვირვებელი თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი კატო კოპალეიშვილი, ხოლო მეორე - მისი მეგობარი ანი ბარამიძეა.

ჩერგოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდებს:

"დამკვირვებლები, რომლებსაც თავს დაესხნენ არიან ჩემი შვილი - კატო კოპალეიშვილი და მისი მეგობარი ანა ბარამიძე.

მე სახელმწიფოს ვთხოვ ეს 41 ნომერი ქაჯი კანონის დაცვით და სიმკაცრის იმ სტანდარტით დასაჯოს, რა სტანდარტითიც ლორთქიფანიძის პიჯაკის შემთხვევაში გამოიყენეს.

არაფერს ზედმეტს არ ვითხოვ - პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რა სტანდარტიც თავად შექმენით, ზუსტად იმ სტანდარტით დასაჯეთ ეს პრიმიტივიც,"- წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები :