• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

დაგვეხმარეთ, დავარწმუნოთ პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, უზრუნველყოს პრაიდის ჩატარება - მოძრაობა All Out-ი პეტიციას აქვეყნებს

მოძრაობა All Out-ი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და შს მინისტრს გიორი გახარიას პრაიდის მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებს და საერთაშორისო პეტიციას აქვეყნებს.

"ივნისში, პირველად ისტორიაში, ადგილობრივი აქტივისტები გეგმავენ პრაიდის ორგანიზებას თბილისში, საქართველოს დედაქალაქში.

ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ ლგბტ+ აქტივისტებმა დაანახონ საზოგადოებას, რომ ისინი მოითხოვენ თანაბარი უფლებებით ისარგებლონ ქვეყანაში, სადაც ჰომოფობია ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა.

პრაიდის ჩატარების სურვილის გაცხადებისთანავე, რადიკალურმა ჯგუფებმა ძალადობის შემცველი მუქარის გზავნილები გააჟღერეს. ამის საპასუხოდ, მთავრობამ მოუწოდა პრაიდის ორგანიზატორებს, გააუქმონ მარში და უარი თქვეს მათ დაცვაზე.

მაგრამ „თბილისი პრაიდი“ უკან არ დაიხევს

დაგვეხმარეთ, დავარწმუნოთ პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, უზრუნველყოს პრაიდის კვირეულისა და მარშის დაცულად და მშვიდობიანად ჩატარება", - წერია პეტიციაში.

პეტიციზე ხელისმოსაწერად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე: https://go.allout.org/en/a/tbilisi/


თეგები :