• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

"ოსები და აფხაზები რომ გაიგებენ, თბილისში მამათმავლების კვირეული ჩატარდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, რომ აღარ შემოუერთდნენ საქართველოს"

"ოსები და აფხაზები, რომ გაიგებენ, რომ თბილისში მამათმავლების კვირეული ჩატარდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, რომ აღარ შემოუერთდნენ საქართველოს" - ეს დეკანოზმა დავით ქვლივიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

"საქართველო კავკასიური ქვეყანაა. კავკასიის მენტალიტეტი იცით რაც არის. ჩვენთან ცხოვრობენ ოსები და აფხაზები. ეს არის კავკასიური მენტალიტეტის ხალხი. იქ უფროს-უმცროსობა, ოჯახის ტრადიციები, კაცობა, ვაჟკაცობა, ქალწულობა, ერთ-ერთ მთავარ ტრადიციას წარმოადგენს. თავისი სიმაღლე აქვს. წარმოიდგინეთ, ოსები და აფხაზები, რომ გაიგებენ, რომ თბილისში მამათმავლების კვირეული ჩატარდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, რომ აღარ შემოუერთდნენ საქართველოს", - განაცხადა ქვლივიძემ.

დეკანოზის თქმით, ლგბტ საზოგადოების პროპაგანდა და მხარდაჭერა ქვეყნის ლოგიკური დასასრულია.

"წარმოიდგინეთ, ჩვენ რა მოგვივა. ეს ლოგიკური დასასრულია. გადაავლეთ ისტორიას თავი. ეკლესია ამას ამხელს და ეკლესიის შვილებს გიხსნით, რა შეიძლება მამათმავლობას მოჰყვეს. ჩვენ გაფრთხილებთ, რას რა შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ არასოდეს აგრესიულები არ ვართ, არასოდეს არ ვამბობთ, რომ ესენი სცემეთ, ვინც ამას აკეთებს, ეკლესიაში მე ვიტყოდი შემოგზავნილმა ხალხმა გააკეთა ეს ყველაფერი. ეკლესია ესეთ ხალხს ყოველთვის მოუწოდებს სინანულისკენ", - თქვა დეკანზმა.

შეგახსენებთ, რომ "თბილისის პრაიდის" ორგანიზებით "ღირსების მარშის" კვირეულის ჩატარება მიმდინარე წლის 18-23 ივნისს იგეგმება.


თეგები :