• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიასთან 5:1 დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიასთან სტუმრად დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩი კოპენჰაგენში გაიმართა, რომელიც დანიელი ფეხბურთელების სასარგებლოდ 5:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლი ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა, თამაშის 25-ე წუთზე.

ამ ეტაპზე, საქართველოს ჯგუფში მხოლოდ 3 ქულა აქვს და იგი მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს.


თეგები :