• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

ავარია ზაჰესთან - სკოლის ბანკეტზე მიმავალი ახალგაზრდების ავტომანქანა კედელს შეეჯახა

ზაჰესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. გავრცელებული ცნობით, მანქანით მოზარდები სკოლის ბანკეტზე მიდიოდნენ.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


თეგები :