• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

პუტინის ბრძანებულება, რომლითაც მან გიორგი გახარიას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

შს მოქმედმა მინისტრმა, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით აქტიურად არის დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან, რუსეთის მოქალაქეობა ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე - 2000 წელს მიიღო. 

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის „ბრძანებულება“ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიმღებ პირთა სიას განსაზღვრავს. მათ შორის კი, ჩამონათვალში გიორგი გახარიას სახელი და გვარია მითითებული. ემთხვევა მამის სახელი და დაბადების წელიც. 

(189. Гахария Георгий Зауриевич, родившийся в 1975 году в Грузии, проживающий в Ивановской области).

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულება 2000 წლის 5 აგვისტოთია დათარიღებული და ის რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

პრესა.ჯი აქვეყნებს პუტინის ბრძანებულებასა და იმ დოკუმენტს, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ჟანდარმი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე გახდა, სადაც დღემდე აქვს ე.წ. ზუგდიდელი კანონიერი ქურდების მფარველობის ქვეშ სასტუმროსა და ტავერნას ბიზნესი.

მართალია, გახარია ირწმუნება რომ ახლა ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, მას დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომლითაც მის მიერ რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლა დადასტურდებოდა.


თეგები :

გახარია