• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

"იმერეთის პრინცესა ჯერ არ დაბადებულა, რადგან ირაკლი ბაგრატიონს ცოლი არ ჰყავს... იმერეთს ორი პრინცესა ჰყავს და ორივე გათხოვილია. გიორგის დედად ერგებიან"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სიუჟეტს, მონარქიის აღდგენის შესახებ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ეხმაურება.

ლევან ჩხეიძე ერთ-ერთ გამოცემასთან აცხადებს, რომ 7 წლის უფლისწულის, გიორგი ბაგრატიონისათვის საცოლის შერჩევის თემის აგორება მონარქიის იდეის დისკრედიტაციისთვის კეთდება.

სიუჟეტში "სამეფო კლუბის" გეგმების შესახებ იყო საუბარი, სადაც წმინდა სინოდის წევრმა, მანგლელმა ეპისკოპოსმა მეუფე ანანიამ განაცხადა, რომ მეფობის კანდიდატებში ყველაზე მეტად ტახტი უფლისწულ გიორგის ეკუთვნის, რომელმაც დაპირისპირებული მუხრანელები და გრუზინსკები გააერთიანა. უახლოეს მომავალში კი შესაძლოა, კიდევ ერთი ქორწინება იყოს საჭირო. 7 წლის გიორგიმ იმერეთის სამეფო-სამთავროს ასული უნდა შეირთოს ცოლად და ამით ისტორიული სამართლიანობა აღადგინოს.

"გიორგიმ უნდა შეძლოს, თავის თავი დაძლიოს, თავის პირადი მეობა დაძლიოს ერისთვის, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და გააერთიანოს ქორწინების გზით სამომავლოდ,“ - განაცხადა სასულიერო პირმა ტელეკომპანიასთან საუბარში.

ადვოკატ ლევან ჩხეიძის თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია. ახლა ბაგრატიონების ოჯახი უფლისწულის აღზრდასა და მისთვის განათლების მიღებაზე ზრუნავს და არა მის ცოლის მოყვანაზე.

ჩხეიძის თქმით, იმერელ ბაგრატიონებში მხოლოდ ერთი ოჯახია შემორჩენილი, რომლებსაც ორი ქალიშვილი - თამარი და ქეთევანი ჰყავთ და ორივე გათხოვილია. ისინი გიორგის დედად ერგებიან, ხოლო იმერეთის სამეფო სახლის მეთაურს, ირაკლი ბაგრატიონს ჯერ ცოლი არ მოუყვანია და ამიტომ პრინცესაც არ არის დაბადებული, - აცხადებს ადვოკატი.


თეგები :