• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

ივანიშვილი ბოლო ექვს თვეში 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა - რა ხდება სიღარიბით სავსე ქვეყანაში?

საქართველ;ოს არაფორმალური ლიდერი და ყველაზე მსხვილი და მომგებიანი ქართული აქტივების მფლობელი ივანიშვილი 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

სიღარიბით და მშიერი ბავშვებით სავსე ქვეყანაში, ოლიგარქი ივანიშვილი ახერხებს და დამატებით ასეულ მილიონ დოლარს შოულობს, ხშირად საქართველოს მოქალაქეების გაღატაკების ხარჯზე.

მაგალითად: ბლუმბერგი აქვეყნებს მილიარდელების ინდექსის 2019 წლის ვნისის მონაცემებ, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 270 მილიონი დოლარია.

ამავე დროს, 2019 წლის იანვარში, იგივე მონაცემებზე დაყრდნობით, ოლიგარქის უძრავ-მოძრავი ქონება 5 მილიარდი დოლარი იყო.

შესაბამისად, ივანიშვილმა სულ რაღაც 6 თვეში, დამატებით 270 მილიონი დოლარი იშოვა მათ შორის იმ ქვეყანაში, საიდანაც 2012 წლის შემდეგ მილიონზე მეტი მოქალაქე გაიქცა - შიმშილისა და სიღარიბის გამო.

თუმცა, ივანიშვილს,  2019 წლის მაისში უფრო მეტი - 5 მილიარდ 320 მილიონი დოლარის ქონება ჰქონდა. ივნისში კი, მისი ქონება, 2019 წლის მაისთან შედარებით, 50 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

ბლუმბერგის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში საქართველოს არაფორმალური ლიდერი და სიღარიბის მთავარი წყარო - ბიძინა ივანიშვილი 352- ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია რომ მისი ქონება 2018 წლის ბოლოს 4 მილიორდ 940 მილიონი დოლარი იყო.

შეგახსენებთ რომ ივანიშვილი აკონტროლებს როგორც საბანკო სექტორს (ქართუ, ლიბერთი, თიბისი) ისე სხვა მსხვილ და ყველაზე მომგებიან ბიზნესებს.

კერძოდ: ცემენტის, ელექტროენერგიის, ბიტკოინების, ხე-ტყის, უძრავი ქონების, მშენებლობის, სპირტის, ღვინის, ოქროს, მანგანუმისა და სხვა მსხვილ ბიზნეს-სფეროებს.

ამ დროს კი, საქართველოში სწრაფად იზრდება სიღარიბე, უმუშევრობა და კორუფცია, ხოლო ათი ათასობით ბავშვი, უბრალოდ, შიმშილობს.


თეგები :

ივანიშვილი