• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

სერგეენკოს მოხსნის სამი მიზეზი - რა სკანდალურ ინფორმაციაზე საუბრობენ „ქართული ოცნების“ კულუარებში?

Presa.ge-ს ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოხსნის სამ მიზეზსს მიაკვლიეს. ეს ის მიზეზებია, რის გამოც ოლიგარქმა ერთ დროს თავისი ფავორიტი მინისტრი აითვალწუნა და საჩხერის საავადმყოფოს დირექტორით, თავისი ცოლის პირადი სტომატოლოგით, ეკატერინე ტიკარაძით ჩაანაცვლა.

დავით სერგეენკოს ისტორიაც ივანიშვილის პირადი ექიმობითა და საჩხერის საავადმყოფოს დირექტორობით დაიწყო. ის ერთ დროს ოლიგარქის ნდობით აღჭურვილ მინისტრად ითვლებოდა. 

სერგეენკოს მოხსნის მიზეზები

სერგეენკოს მოხსნის შესახებ, პარტია „ქართული ოცნების“ კულუარებში ძირითადად სამ მიზეზზე საუბრობენ. 

ბიძინა ივანიშვილი კორუფციაში მონაწილეობისთვის რომ არავის სჯის, ეს ცნობილია (წინააღმდეგ შემთხვევაში მას ე.წ. "ატკატების" საქმეზე დასჯიდა), მაგრამ ასევე ძალიან ბრაზდება თუ ვინმე, არსებულ სქემაში უფრო მეტ ფულს იპარავს, ვიდრე ამას ოლიგარქი დაადგენს... 

პირველი მიზეზი ეხება სახელმწიფო პროგრამებითა და ამერიკის მიერ დაფინანსებული უფასო მედიკამენტების (ცეჰეპატიტის სამკურნალო წამლების, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს) ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში, ასევე მათი გავლით უცხოეთში გაყიდვის სქემას, საიდანაც „ქართული ოცნების“ შავ ყულაბაში საკმარისი თანხა აღარ მიდიოდა (ამის შესახებ ვამზადებთ ჟურნალისტურ გამოძიებას და დეტალებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ). 

სხვათაშორის: ივანიშვილის პირადმა სტომატოლოგმა, გამინისტრებისთანავე ისაუბრა მედიკამენტების სფეროს მოწესრიგებაზე.

„ქართული ოცნების“ ერთერთი დეპუტატის თქმით, სერგეენკოს მოხსნის მეორე მიზეზი მისივე რეიტინგია. 

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კვლევით, სერგეენკო ყველაზე პოპულარული კადრი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში და მას ბიძინაზე ორჯერ მეტი მოწონებითი რეიტინგი ჰქონდა. 

ამიტომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მეორე ნაწილი ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ თემაზე ძალიან იეჭვიანა, განსაკუთრებით მისი რეიტინგის მკვეთრი დაცემის ფონზე. 

მმართველ პარტიაში მესამე მიზეზად ალკოჰოლს ასახელებენ. კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ დავით სერგეენკო ბიძინა ივანიშვილს ეახლა, რა დროსაც ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და ოლიგარქთან კამათიც მოუვიდა, რის გამოც ივანიშვილმა მას შენიშვნა მისცა, მოგვიანებით კი, მინისტრობიდან მოხსნა და მის ნაცვლად თავისი ცოლის პირადი სტომატოლოგი დანიშნა.