• თბილისი
  • 35°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

"ცალი თვალითაც მშვენივრად ვხედავ" - ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელმაც საპროტესტო აქციაზე თვალი დაკარგა? (ფოტოები)

"ეს არის მაკო!

19 წლის, მაკო გომური

მაკო არის ჩვენი ჯგუფის ძალიან დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი, რომელიც თითქმის არცერთ ჩვენს კონცერტს არ ტოვებს და სულ გვერდში გვიდგას!

მაკო არის ის ერთ-ერთი ადამიანი ვინც იმ საშინელ ღამეს, საპროტესტო აქციაზე თვალი დაკარგა. აპროტესტებდა რა საკუთარი ქვეყნის ოკუპაციას და იმას რომ ჩვენი მთავრობა ამის საწინააღმდეგოდ არაფერს არ აკეთებს და პირიქით ხელსაც უწყობს. 

აპროტესტებდა მშვიდად, წყნარად. მას კი ამის გამო თვალი დააკარგვინეს. 

პირველ რიგში გვინდა დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადოთ მაკოს. 

და ბოდიში მოვუხადოთ, რომ ვერ დავიცავით...

და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით, იცოდე მაკო, რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ! 

და აქვე დავამატებთ: ყველა ღორი პოლიტიკოსის და „ძაღლის“ დროც მალე მოვა და ყველა პასუხს აგებს ვინც საკუთარ მოქალაქეებს ასე წირავს და თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს ასეთ დღეში აგდებს! 

ეს ასე არ დამთვრდება იცოდეთ!

თვალი თვალის წილ!" - ეს ტექსტი ჯგუფმა "ვოდკა ვტრაიომ" სოციალურ ქსელში გაავრცელა.

პოსტის ქვემოთ ცოტა ხანში გოგონას კომენტარიც გაჩნდა. "მაკო მალე დაგადგებათ ლაივზე; ცალი თვალითაც მშვენივრად ვიყურები," - დაწერა მაკო გომურმა.

გოგონას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მაკო ძალიან ძლიერი გოგოა. სოციალურ ქსელში მაკოს დასახმარებლად კამპანიაც დაიწყო.


თეგები :