• თბილისი
  • 7°C
  • 21 ნოემბერი, 2019
article

მეტეხის ტაძართან ტურისტების დაღუპვის მიზეზი რკინის კონსტრუქციის მაგიდის და სკამების ჩამოშლა გახდა

მეტეხის ხიდთან უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული და დაშავებულები კორეის მოქალაქეები არიან.

"პირველი არხის" ცნობით, მეტეხის ხიდთან რკინის კონსტრუქციის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამი ადამიანი სიმაღლიდან გამოვარდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებული მამაკაცი და ქალი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე და 116-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა უამინდობამ გამოიწვია.


თეგები :