• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

ბათუმში აქციის მონაწილეებმა პუტინის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად ბანერს ფეხით გადაუარეს

ბათუმში აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად მას ფეხით გადაუარეს.

აქცია საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.

ბათუმელი ახალგაზრდების პროტესტს თბილისიდან ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეები შეუერთდნენ. ისინი გავრილოვის ღამის და ხელისუფლების განცხადებების გამო, მათ პასუხისმგელობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბათუმში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მიიტანეს. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ შს მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. 


თეგები :