• თბილისი
  • 22°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

მასწავლებელთა გამოცდაზე ორმა პედაგოგმა „შპარგალკა“ შეიტანა, ერთი კი არაფხიზელი მივიდა

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 2 მასწავლებელი ე.წ შპარგალკით, ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოხსნეს, აქედან ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა, მესამე შემთხვევაში კი არაფხიზელი მდგომარეობა იყო.  

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს დაიწყო.


თეგები :