• თბილისი
  • 7°C
  • 21 ნოემბერი, 2019
article

ინგა გრიგოლია რუსთავის საკრებულის თავმჯდომარეზე: ქადჟი, ყველა ხელისუფლების პრობლემა არიან ასეთი სამარცხვინო ჩინოვნიკები

ინგა გრიგოლია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის უცენზურო კომენტარს მისი მისამართით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ქადჟი, ყველა ხელისუფლების პრობლემა არიან ასეთი სამარცხვინო ჩინოვნიკები და ყველა ხელისუფლებას ღუპავენ ასეთი ქადჟები... რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელობს ეს კაცი... გრიგოლიას არ ვგულისხმობდიო, ჩაისვარა მერე, არადა, ინტერვიუს დროს წერდა, "ქართულ ოცნებას" არ უტყდება ნეტა ასეთი ჩინოვნიკები?" - წერს ინგა გრიგოლია.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ინგა გრიგოლიას მიმართ უცენზურო შეფასებით გამოეხმაურა. ონიანმა შეურაცხმყოფელი კომენტარი სოციალურ ქსელში დაწერა.


თეგები :