• თბილისი
  • 33°C
  • 24 ივლისი, 2019
article

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლები განიცდიან დისკრიმინაციას და შევიწროებას

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიქაელ როთი ქართველ ლგბტ აქტივისტებს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს "თბილისი პრაიდმა" გაავრცელა.

თავად სახელმწიფო მინისტრმა კი მიკრობლოგ "ტვიტერში" დაწერა:

"საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლები განიცდიან დისკრიმინაციას და შევიწროებას. დღეს მე შევხდი მარიამს და გიორგის, ორ მამაც აქტივისტს, რომლებიც იბრძვიან პატივისცემისთვის, თანასწორობისთვის და მრავალფეროვნებისთვის. მათ სჭირდებათ სოლიდარობა და მხარდაჭერა”, - წერს მინისტრი.

მიქაელ როთი ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილეობს.


თეგები :