• თბილისი
  • 33°C
  • 24 ივლისი, 2019
article

"რამდენმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან თუთა. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც!"

თუთა ცქიტიშვილის დედა ანკა ბერიშვილი, სოციალურ ქსელში პატარა თუთას დაბადების დღეს ულოცავს და საზოგადოებას მადლობას უხდის დახმარებისთვის:

"დღეს ის დღეა, შარშან რომ ვინატრე, ისევ შევხვედროდით ერთად... არც ერთი წამი არ მინდა უშენოდ თუთა, ჩემო ტკბილო, ჩემო სულო, ჩემო ბედნიერება. არც ერთი ტკივილი, არც ერთი მოწყენილი სახე, არც ერთი ცრემლი დედა! სიცოცხლის ბოლომდე მინდა შენი თმის და კანის სურნელი შევიგრძნო, შენი ბოხი სიცილი და უკეთილესი თვალები! რამდენ ადამიანს შეგაყვარათ თავი... რამდენმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან თუთა. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც! 3 წელი და სამივე მისტიკური წელი გავიარეთ, სამივე უბედნიერესი, ერთად ყოფნით... ყველაფერი მინდა, ოღონდ შენთან ერთად და არაფერი დედამიწაზე უშენოდ. მე ვერ ავხსნი სიტყვებით ალბათ, რას გრძნობს ჩემი სხეული ყოველ დილას, როცა თუთას ხედავს და თუთას ხმა ესმის... ვერ აგიღწერთ, რას გრძნობს ჩემი სხეული და გონება, როცა ჩემს შვილს ვსუნთქავ ყოველ ღამე და ყველა კოცნაზე მაჟრიალებს, თითქოს პირველად ვაკოცე. და ყველა ამ კოცნისთვის, რაც მაქვს და მექნება, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით მეგობრებო, რომ ესეთები ხართ! მინდა, რომ სული გაგიღოთ და თავი ავიხადო, რომ ჩაგახედოთ 5 წუთით მაინც. მინდა, უსასრულოდ გელაპარაკოთ.

არ დაიღალოთ სიკეთის კეთებით, თუნდაც ამიტომ... არასდროს იმედი არ დაკარგოთ ცხოვრებაში, არასდროს! და ყოველ წუთს გიყვარდეთ ერთმანეთი და ეფერეთ, ძალიან ძალიან ბევრი. ჩიტოზა, გილოცავ დედა - მე უმდიდრესი ვარ შენით!“ - წერს გოგონას დედა.

თუთა ცქი­ტიშ­ვილს 1 წლი­სა და 6 თვის ასაკში, მწვა­ვე ფორ­მის ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და, რომლის მკურნალობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ულა­მა­ზე­სი პა­ტა­რა გო­გო­ნას და­სახ­მა­რებ­ლად, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მაქსიმალური მობილიზება გააკეთეს. გასულ წელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, თუთა გერმანიაში სამკურ­ნა­ლოდ გაემგზავრა, სადაც 100 ათა­სი ევ­რო იყო სა­ჭი­რო. გასული წლის ოქტომბერში კი სრულიად გამოჯანმრთელებული თუთა გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა.  


თეგები :