• თბილისი
  • 8°C
  • 05 დეკემბერი, 2019
article

341 ათასი დოლარის ქონება და 260 ათასი დოლარი ნაღდი ფული - სუსის უფროსის მოადგილის, შენგელი ფიცხელაურის ოჯახის სახლები, ბინები, აგარაკები

სუსის უფროსი მოადგილე და ოლიგარქ ივანიშვილის შვილის, ბერას ქვისლის მამა შენგელი ფიცხელაური დეკლარირებული მილიონერია. 

მის მიერ 2019 წლის 8 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა რომ ის და მისი მეუღლე, მაია მამულაშვილი ფლობენ სახლებს, ბინებს, აგარაკებს და აქვთ დიდი ოდენობით ნაღდი ფულიც.

1. ავტოფარეხი კოტე აფხაზის ქუჩაზე - 10 ათასი დოლარი.

2. სახლი წავკისში - 57 ათასი დოლარი.

3. ავტოფარეხი მეტეხის 23-ში - 20 ათასი დოლარი.

4. ბინა თბილისში - 140 ათასი დოლარი.

5. მიწის ნაკვეთი მახინჯაურში - 5 ათასი დოლარი.

6. ბინა ბაკურიანში - 28 ათასი დოლარი.

7. ბინა ბორჯომში - 32 ათასი დოლარი.

8. ავტომანქანა მერსედესი - 35 ათასი დოლარი.

9. ავტომანქანა სუზუკი - 14 ათასი დოლარი.

ეს შენგელი ფიცხელაურისა და მისი მეუღლის სახელზე გაფორმებული და სხვადასხვა დროს შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალია (ჯამში 341 ათასი დოლარი ანუ მილიონ 5 ათას 950 ლარი კურსით 2.95)

თუმცა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შენგელი ფიცხელაურს აქვს ნაღდი ფულიც - 245 ათასი დოლარის ოდენობით, ხოლო მისი მეუღლე 15 ათას დოლარს ინახავს (ჯამში 260 ათასი დოლარი - 767 ათასი ლარი კურსით 2.95).

შენგელი ფიცხელაური უშიშროების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. ის შევარდნაძის დროს სახელმწიფო უშიშროების საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

რევოლუციის შემდეგ, ფიცხელაურმა უშიშროების სამსახური დატოვა, თუმცა, ივანიშვილის წყალობით ის ჯერ მინისტრის მრჩევლად, მოგვიანებით კი, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის მოადგილედ დაბრუნდა.