• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

საჯარო რეესტრში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადება დარეგისტრირდა

საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას სარეგისტრაციო განცხადება მიიღო. საჯარო რეესტრში განცხადება 13:57 საათზე დარეგისტრირდა.

"მოვითხოვ, რომ მოახდინოთ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში, ცვლილების რეგისტრაცია", - წერია განცხადებაში.

განმცხადებელი განცხადების დაჩქარებული წესით რეგისტრაციას ითხოვს, რისთვისაც გადახდილია დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.

ამ დროისთვის კომპანიის მეწილეები არიან - შპს „ტელეკომპანია საქართველო" - 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი - 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი - 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი. კომპანიის გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამიაა.


თეგები :