• თბილისი
  • 8°C
  • 05 დეკემბერი, 2019
article

"2007 წელს ერთი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და აქ რომ დავბრუნდით, მიშამ ნაკრების მთელ ხელმძღვანელობას 2,000 დოლარი ხელფასი დაუნიშნა ერთი წლის განმავლობაშიო"

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი ბიძაშვილი არის მათემატიკის პროფესორი, რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს მათემატიკური ნაკრების ხელმძღვანელი. დღეს მიყვება:

მგონი, 2007 წელს ერთი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და მსოფლიოში 26 ადგილზე გავედითო; აქ რომ დავბრუნდით, მიშამ ნაკრების მთელ ხელმძღვანელობას 2,000 დოლარი ხელფასი დაუნიშნა ერთი წლის განმავლობაშიო.

შარშან საქართველოსთვის რეკორდული 12-ე ადგილი ვაჩვენეთ და რომ დავბრუნდით, ამათ "პასტა" კალმები გვაჩუქესო.

ჰო, მიშისტი არასდროს ყოფილა, პირიქით, ჩემი ამბის გამო მთელი ოჯახი ნაციონალების წინააღმდეგი იყო..." - წერს გამსახურდია.


თეგები :