• თბილისი
  • 8°C
  • 05 დეკემბერი, 2019
article

ევროსასამართლოს ერთერთი მოსამართლე, რომელმაც რუსთავი 2-ის სარჩელს მხარი არ დაუჭირა, აფხაზეთს საქართველოს ისტორიულ ნაწილად არ მიიჩნევს

ევროსასამართლოს იმ ექვსი მოსამართლიდან ერთერთი, ანგელიკა ნუსბერგერი, რომელმაც რუსთავი 2-ის სარჩელს მხარი არ დაუჭირა, აფხაზეთს საქართველოს ისტორიულ ნაწილად არ მიიჩნევს. 

ამავე დროს, მოსამართლე ნუსბერგერი, რომელიც გერმანიის სახელით იღებს გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის (ამჟამად ევროსასამართლოში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის), ლადო ჭანტურიას ნაცნობი და შევარდნაძის დიდი მხარდამჭერია.

ანგელიკა ნუსბერგერს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი აფხაზეთზეც, სადაც ის, სამწუხაროდ, თამამად მსჯელობს იმის შესახებ რომ საქართველოს ეს რეგიონი ჩვენი ქვეყნის ისტორიული ნაწილი არ არის.

"სტალინმა აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნა და საქართველოს შეუერთა", - წერს თავის ნაშრომში ნუსბერგერი.

"...სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთს შეუძლია დაუბრუნდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ტრადიციას. 

იგი იყო დამოუკიდებელი იმპერია მეთხუთმეტე საუკუნემდე, ვიდრე  არ დაიპყრო ჯერ ოსმანთა, ხოლო შემდეგ რუსეთის ცარისტულმა იმპერიამ - 1810 წელს. 

1918 წელს აფხაზეთი საქართველოს შეუერთდა. 1921 წელს კი, როდესაც საქართველო ხელახლა დაიპყრო რუსეთის წითელმა არმიამ, აფხაზეთი და საქართველო ორ დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. 

თუმცა, 1931 წელს აფხაზეთი თბილისის მმართველობას დაექვემდებარა. იგი გადაკეთდა საბჭოთა რესპუბლიკიდან საბჭოთა ავტტონომიურ რესპუბლიკად" - ასე ფიქრობს ანგელიკა ნუსბერგერი თავისივე ნაშრომში.

ანგელიკა ნუსბერგერი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი კომისიის წევრიც (ტალიავინის კომისია) და მისი დასკვნითი ნაწილის თანაავტორიც.

ნუსბერგერი იმყოფებოდა თბილისშიც, სადაც თსუ-ს მაშინდელმა ლექტორმა, გია ხუბუამ მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, რასაც ჩვენს მიერ მოძიებული ეს ფოტო-მტკიცებულებაც ადასტურებს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ რომ ჩვენი მიზანი არ არის ევროსასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების მიმართ შეთქმულების თეორიის ძიება. 

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამავე დროს, დავინახეთ რომ ევროსასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილება უკვე გამოიყენა ივანიშვილის რეჟიმმა დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მიზნით, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება მედია-პლურალიზმის სტანდარტებს.

შეგახსენებთ რომ 18 ივნისს, ევროსასამართლოს 6-მა მოსამართლემ რუსთავი 2-ის სასარჩელო მოთხოვნები არ გაიზიარა და შეჩერების მექანიზმი გააუქმა. 

მათ არ დაეთანხმა მეშვიდე მოსამართლე, მალტის წარმომადგენელი.

შედეგად, ივანიშვილმა დიდი ოცნება აისრულა;

არხიდან გუნდის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი, ნიკა გვარამია გაათავისუფლეს;

რუსთავი 2 ხალვაშს გადაუფორმეს და დირექტორად მისი წარმომადგენელი სალია დანიშნეს;

საფრთხის წინაშე დადგა სარედაქციო დამოუკიდებლობა.

P.S;  რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეები...

Angelika Nußberger (Germany), 

Yonko Grozev (Bulgaria), 

Vincent A. De Gaetano (Malta) 

Mārtiņš Mits (Latvia) , 

Síofra O’Leary (Ireland),

Lәtif Hüseynov (Azerbaijan), 

Lado Chanturia (Georgia).