• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"ამ ომში მშვიდობით გავიმარჯვებთ"

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს საკანონმდებლო ორგანოს წევრებმაც. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.

„თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს, არის მაგალითი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, თუ რას ნიშნავსსამშობლოს სიყვარული და სამშობლოსათვის თავდადება.

ქვეყნის ერთიანობა დამშვიდობა იყო ჩვენი ჯარისკაცების ოცნება, იდეალი, რასაც ისინი შეეწირნენ და მათიშვილები, მათი ოჯახები იმსახურებენ მშვიდობას და უსაფრთხოებას.

ჩვენ ყველაფერიუნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში აღარასოდეს განმეორდეს ომი და ჩვენიქვეყნის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. დარწმუნებული ვარ, საქართველო შეძლებს თავისი უკეთესი მომავალი ააშენოს. მშვიდობით ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.


თეგები :