• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

უეფამ აზერბაიჯანულ "გაბალასთან" მატჩზე ქართველი გულშემატკივრების რასისტული ქმედების გამო თბილისის "დინამო" დასაჯა

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) თბილისის „დინამო“ დასაჯა. ამის მიზეზი აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ მატჩზე კლუბის გულშემატკივრების რასისტული ქმედება გახდა. 

ამის გამო, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ფეიენოორდთან“ „დინამო არენაზე“ მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ამასთან, კლუბი ვალდებულია, სტადიონზე გამოფინოს ბანერი, წარწერით #EqualGame.

გარდა ამისა, უეფას ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

თბილისის „დინამო“ „გაბალას“ 1 აგვისტოს დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელების სასარგებლოდ ანგარიშით 3:0 დასრულდა.


თეგები :