• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"ცოტა რამე საჭმელი ხომ არ გექნება?" - მარტოხელა, ორი შვილის დედა დახმარებას ითხოვს

ინტერნეტის მომხმარებელი თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში ამ წერილს და მიმოწერას აქვეყნებს. თიკო წერს, რომ ეს მისმა ნაცნობმა ახალგაზრდა ქალმა მისწერა, რომელიც მარტოხელა დედაა და ორი მცირეწლოვანი ჰყავს.

"თხოვნა და მიმართვა ჩემს მეგობრებს!

ქალაქ რუსთავში შიმშილობის ზღვარზე იმყოფება დედა და ორი 5 წლის ქვემოთ ბავშვი. 

დედა მხოლოდ საჭმელს ითხოვს 

ვინმეს შეგიძლიათ დახმარება?

პირადში მოგცემთ საკონტაქტო ინფორმაციას. 

ადრე დავეხმარე, მაგრამ ისევ საშინელ გაჭირვებაშია...

წერილსაც ხედავთ, რას წერს ..

21-ე საუკუნეში ადამიანები რატომ უნდა შიმშილობდნენ?

რატომ?

აი რატომ?" - წერს თიკო.

მიმოწერიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი "ცოტა საჭმელს" ითხოვს.

"შეგაწუხე დაო. ცოტა საჭმელი რამე გექნება? ისე ვარ, ხომ ხედავ, რას გთხოვ... სულ მშივრები მყავს," - წერს ქალი.

თიკოს წერილმა სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თიკო კვალიაშვილმა კომენტარებში დაწერა, რომ ქალს საბანკო ანგარიში არ აქვს, მაგრამ ვისაც ახალგაზრდა დედის დახმარება სურს, შეუძლიათ ამ ტელეფონის ნომერზე დაურეკონ: 593 165046


თეგები :