• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

სალია, რომლის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გვარამიას ბრალი წაუყენა, 8 კომპანიის მეწილე, 10-ის დირექტორი და ერთის დამფუძნებელია

ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია, 8 კომპანიის მეწილე, 10-ის დირექტორი და ერთის დამფუძნებელია. 

მისი ბინეს-წილებით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ივანიშვილის რეჟიმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა რომ რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისა და ბრალის წაყენების საფუძველი, ნინო ნიჟარაძის საჩივართან ერთად, პაატა სალიას განცხადებაც გახდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, პაატა სალია ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პროფილის მქონე კომპანიების დირექტორი, მეწილე და დამფუძნებელია - დაწყებული მანგანუმის ბიზნესიდან, გაგრძელებული ბათუმის ტერმინალით და დასრულებული კოსმეტიკით.

საქართველოს საარბიტრაჟო ასოციაცია, 

ჯი ეი პი კონსალტინგი, 

ასოციაცია ადვოკატთა სკოლა, 

არტი ჯგუფი, 

გაბუნია და პარტნიორები, 

ბათუმი ტერმინალ ჰოლდინგ კომპანი, 

ტერმინალ 1, 

ჯი ეს ლიგალ, 

ბათუმი პორტ ნიუ ჰორაიზონ, 

რუსთავი 2 - ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, სადაც პაატა სალია, საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ მომენტამდე იკავებს დირექტორის თანამდებობას. 

გარდა ამისა, სალია არის გაბუნია, პარტნიორები და კონსალტინგის დამფუძნებელიც. 

მანგანუმის მოპოვების კომპანია, 

სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციების ცენტრი, 

ჯორჯიან კოსმეტიკ, 

ბათუმი ტერმინალ ჰოლდინგ კომპანი, 

ჯი ეს ეი კონსალტინგი - ეს კი ის კომპანიებია, სადაც სალია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, წილებს ფლობს. 

შეგახსენებთ რომ პროკურატურა, ნიკა გვარამიას, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების ფარგლებში, რუსთავი 2-სათვის საზიანო კონტრაქტის გაფორმებას ედავება. 

მაშინ, როდესაც ივანიშვილის კლანი ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონს იპარავს, ოლიგარქის ოჯახი არაერთ კორუფციულ სქემებში მონაწილეობს (სპირტის, პორტების, გადაზიდვების, ხე-ტყის,  ნავთობის, გაზის...) პროკურატურამ კორუფციის ბრალდება მედია-მენეჯერს წაუყენა, ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით და სალია-ნიჟარაძის განცხადებებზე დაყრდნობით. 

კერძოდ: რეჟიმი იყენებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე პროკურატურაში რამდენიმე დღით ადრე შეტანილი ნინო ნიჟარაძის საჩივარს (რუსთავი 2-ის ყოფილი მეწილის) და პაატა სალიას განცხადებას იმისათვის რომ ნიკა გვარამია ჯერ არ შექმნილი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთების მცდელობისთვის დასაჯოს. 

ანუ, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წაყენების საფუძველი გახდა არა დანაშაული, არამედ, ჯერ არ შექმნილი ტელევიზია, რომელიც ოლიგარქს აქედანვე უკარგავს მოსვენებას.

ამას ისიც ადასტურებს რომ იგივე რუსთავი 2-ის საქმეზე, პროკურატურას გამოძიებული არ აქვს ყოფილი დამფუძნებლების, აქიმიძის და დვალის მიერ რამდენიმე წლის წინ შეტანილ საჩივარში მოყვანილი ფაქტები. ეს მაშინ, როდესაც სალია-ნიჟარაძის განცხადებები მყისიერად აიტაცეს და "გამოიძიეს".

ეს სხვა არაფერია, თუ არა, უბრალოდ, დიქტატურის დაკანონება და კრიტიკული მედიის გაჩუმების ცინიკური მცდელობა, რომელშიც სამწუხაროდ, ნიჟარაძესთან ერთად, რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიაც მონაწილეობს, დიდი ალბათობით, ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ხალვაშის მითითებით.