• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

გუგუტიანთკარში 9 ოჯახს საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენა ემუქრება

გუგუტიანთკარში ამ ეტაპისთვის ოკუპანტების მხრიდან ბანერების და ხელოვნური ბარიერების აღმართვა შეჩერებულია. თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ რუსი ჯარისკაცები ბორდერიზაციის პროცესს გააგრძელებენ.

„იგივე სიტუაციაა, არ  შეინიშნება გადაადგილება ჯერ ჯერობით. თუ საჭირო გახდა ანტისაოკუპაციო მოძრაობა მზად არის თავისი რესურსით რაც გააკეთა ატოცში იგივე გააკეთოს გეგუტიანთკარში. მაგალითად დღეს სამ ჯგუფად ვართ გაყოფილი, ერთი ჯგუფია დარჩენილი ატოცში, ერთი გარეჯში, ჩვენ აქ ვართ გუგუტიანთკარში და ვაგრძელებთ სადამკვირვებლო მისიას,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა მიხეილ ბალიაშვილმა.

ჯერჯერობით აბრებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა შეჩერებულია, თუმცა მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლონ. მიუხედავად არსებული ვითარებისა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან, მოქალაქეები კი დახმარებას, სწორედ მათგან, თუმცა უშედეგოდ ითხოვენ. 

გუგუტიანთკარელების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბორდერიზაციის პროცესი გაგრძელდება, მავთულხლართებს მიღმა, 9 ოჯახი აღმოჩნდება. 


თეგები :