• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

„14 წლის ბიჭი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. ჯერ უცნობია, საიდან გადმოვიდა დენი. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა“,-აცხადებს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები :