• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივმა, ია კიწმარიშვილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ია კიწმარიშვილი საკუთარი წილების დასაბრუნებლად იბრძოლებს.

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის სურვილია, რომ „რუსთავის 2“-ის ირგვლივ რეალურმა და არა ფსევდოსამართალმა იზეიმოს.

„ის გეგმავს გაასხვისოს და მე კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადაო ქონების ყიდვისგან, რადგან ამ საქმეს პირადად მე ვაპირებ, რომ მივყვე ბოლომდე, იქნება ეს საქართველო თუ იქნება ეს სტრასბურგი, მე ჩემს ამოცანას ბოლომდე შევასრულებ“, - განაცხადა ია კიწმარიშვილმა.

კიწმარიშვილის თქმით, მას სრული უფლება აქვს, რომ „რუსთავი 2“-ის წლებზე იდაოს. 

„როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, ყველანაირი უფლება მაქვს, სამართლებრივიც, მორალურიც, რომ მოვითხოვო მისი კუთვნილი წილის, 30 პროცენტის დაბრუნება, მითუმეტეს, რომ ეს დავა დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ და არც გუშინწინ, ეს დავა დაწყებულია 2009 წელს, ჯერ კიდევ სააკაშვილის სასამართლოში, ეროსი კიწმარიშვილი ედავებოდა ქიბარ ხალვაშს თავისი კუთვნილი წილის დაბრუნებას და ხელშეკრულების დაბრუნებას და ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რადგან ამ ხელშეკრულების ძალიან ბევრი პუნქტი უხეშად იყო დარღვეული. სწორედ სააკაშვილის სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წელს, ქიბარ ხალვაშს არ აქვს გადახდილი არც მას და არც მის კომპანია პანორამას, ამ წილისთვის გათვალისწინებული თანხა. შესაბამისად, მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, ყველანაირი უფლება მაქვს, მოვითხოვო მისი წილი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სწორედ მსგავსი სარჩელით მიმართა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს, რომ მისი ნების წინააღმდეგ დაათმობინეს მას წილი და ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა რუსთავი 2-ის 100 პროცენტი“, - აღნიშნა ია კიწმარიშვილმა.


თეგები :