• თბილისი
  • 14°C
  • 20 ნოემბერი, 2019
article

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. 9 ოჯახის ნაკვეთები მავთულხლართებს მიღმა მოექცა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული“, - აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა პირველად მოძები ადგილზე რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა პროცესი დროებით შეაჩერეს. 


თეგები :