• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

სამოქალაქო სექტორი 20 ივნისის საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

მოძალადეების დაწინაურების ფონზე, სამოქალაქო სექტორი 20 ივნისის საქმის გამოძიებას კიდევ უფრო მეტ უნდობლობას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუდგამს არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებას გამოძიების ობიექტურად ჩატარების შესახებ აფიქრებინებს. 

„ამ პროცესში  სახელმწიფომ არ აჩვენა და ნდობა არ გაუჩინა საზოგადოებას, რომ ის ობიექტურ და სიღრმისეულ გამოძიებას აწარმოებდა. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს პასუხისმგებლობა არ აუღია მაგრამ მეორე მხარე ვხედავთ რომ დაკავებები. დაკავებები  მათ შორის დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით. ხშირ შემთხვევაში შაბლონური შუამდგომლობების საფუძველზე. მაქსიმალური გამჭირვალობა ისევ სახელმწიფოს ინტერესებში შედის რომ ეს ნდობა აშენდეს. თავიდან აშენდეს ის ლეგიტიმაცია რაც 20 ივნისს დაიკარგა,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა, თამთა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პატრულის მაღალჩინოსანი ალექსანდრე ბირთველიშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებს კიბიდან ყრიდა, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის შეფად დაინიშნა. გარდა ამისა, დააწინაურეს 20 ივნისს, მოქალაქეებზე ძალადობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვაჟა სირაძეც, ის საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. სირაძე არის ის მაღალჩინოსანი, რომელმაც პარლამენტის წევრი ნიკა მელია შენობიდან გამოაძევა, ასევ კანონის დარღვევით და ძალის გამოყენებით ქუჩაში გამოაძევა საკანონდებლო ორგანოდან  „კურიერის“ ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ოპერატორი გიორგი კვიწინიძე.


თეგები :