• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი დღეს დილიდან ისევ განაახლეს.

რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები. გია რაზმაძე დილიდან საკუთარ სახლს ანგრევს და ტერიტორიის დატოვებისთვის ემზადება. 

ამასთან ადგილზე არიან ქართველი სამართალდამცველები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.


თეგები :