• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„თბილისი ენერჯი“ 2019 წლის ივლისის თვის სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ამოწმებს საცხოვრებელი ფართებსა და გაზგაყვანილობას, კუსტარულად დამონტაჟებულ გაზდანადგარებს.

კომპანიის სპეციალისტებმა ივლისში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2702 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარია.აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი.

თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს. კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში. 

გთავაზობთ 2019 წლის ივლისში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით.

ისანი-ვაზისუბანი 557

სანზონა 332

ჩუღურეთი 277

სამგორი 276

წყნეთი 257

გლდანი 197

კრწანისი 184

საბურთალო 174

ნაძალადევი 171

ნუცუბიძე 93

დიდუბე 65

დიღომი 51

ვაკე 40

მთაწმინდა 28

სულ 2702


თეგები :