• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

„გალერია თბილისში“ ხანძარი იყო - სავაჭრო ცენტრი ამ დრომდე პარალიზებულია

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ - ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორცილდა.

ადგილზე  საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ გამწოვს მოედო, რის შემდეგაც კვამლი მთლიანად შენობაში გავრცელდა. 

სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებით, დღეს დილიდან სავენტილაციო სისტემის შემოწმება მოხდება. როდის აღადგენს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი ჯერჯერობით უცნობია.

სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები დილიდან შენობასთან არის შეკრებილები, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.  ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად „გალერეა თბილისის“ ადმინისტრაცია ადგილზე სპეციალისტების მისვლას ელოდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია როდის განაახლებს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი.


თეგები :